სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 3 ადამიანი მოიწამლა, ერთი კი გარდაიცვალა . შემთხვევა ლენტეხის მუნიციპალიტეტში გუშინ, ღამის საათებში, დაფიქსირდა. 4 ადამიანიდან ერთი მათგანი ნახევარ საათში ადგილზევე გარდაიცალა. მოწამლულთაგან 2 , 76-ისა და 67 წლის პაციენტები მძიმე მდგომარეობაში ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს. ისინი ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებიან . დღეს დილით კი მეოთხე პაციენტი დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში მოათავსეს. როგორც ცენტრის სამედიცინო დირექტორი ცოტნე სამადაშვილი ამბობს, 58 წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობაშია. მოწამლულები და გარდაცვლილიც ნათესავები იყვნენ.
სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს და თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯამში, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა
სასამართლომ სახელმწიფო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, გაფლანგული 9 მილიონი ლარის ამოღებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში ჯამში 9 მილიონ...