ორგანიზაციის “რუბიკონის” დამფუძნებელმა ზაზა ქარჩხაძემ გადაცემა “შუადღე ქუთაისში” საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე და სკოლებში ამ კუთხით ცნობიერების ამაღლების საჭიროებებზე ისაუბრა:
“არაფერი კატასტროფა არ იქნება მაგაში, მშობელს მასწავლებლის სჯერა, მშობელს დირექტორის სჯერა, ყურადღებით მოუსმენს და თუ კარგად აუხსნის ის დირექტორი რატოა ეს საჭირო გაიგებს მშობელი. ძალიან საჭიროა სკოლაში ელემენტარული ისწავლებოდეს, რა არის ნარკოტიკი , რა ზიანი მოაქვს, ოღონდ ეს სწორად უნდა მივაწოდოთ ბავშვებს ეს ინფორმაცია, რომ იმის მაგივრად რაღაც გაიგონ , ინტერესი არ გაუჩნდეთ. სიფრთხილე და კარგი სპეციალისტებია საჭირო რომ ბავშვებთან ამ საკითხებზე ისაუბროს. რაც მეტი განათლება ექნება ბავშვს, იმას რომ ეცოდინება -ამას გავაკეთებ? ეს ზიანი დადგება , აღარ გააკეთებს ელემენტარულად.”-განაცხადა ზაზა ქარჩხაძემ.