რატომ იზრდება ფემიციდის შემთხვევები და რას ფიქრობენ ქუთაისში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარ ფაქტებზე – მეგა ტვ-მა ამ კითხვებით მოქალაქეებს მიმართა. ქუთაისელთა უმეტესობა გამოსავალს კანონის გამკაცრებასა და სათანადოდ აღსრულებაში ხედავს. მოქალაქეები თვლიან, რომ ოჯახში ძალადობი მაპროვოცირებელი სხვდასხვა ფაქტორია, როგორც საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ისე ეკონომიკური, სოციალური დონე , რომელიც წლებთან ერთად მძიმდება.
სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის შემთხვევების კლების ტენდენცია არ შეინიშნება. სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოში 22 ქალი მოკლეს. 2020 წელს – 24. 2019 წელს კი – 19 ქალი. წინა წლებთან შედარებით, მოიმატა ქალის მკვლელობის მცდელობის სტატისტიკამაც.