ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის სოსო აბრამიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია სოფელ ჭაბუკიანისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სოსო აბრამიშვილი საკუთარი “ფორდის” მარკის მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ტრანსპორტი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ახალგაზრდა მამაკაცი თავის არეში მიყენებული ტრავმებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გლოვაა მის მშობლიურ კუთხეში, ლაგოდეხის სოფელ ონანაურში.
“მწარე რეალობის წინა ვართ. დღეს საღამო ხანს მოხდა ეს უმძიმესი ავარია სოფელ ჭაბუკიანში. წვიმიანი ამინდი იყო და ეტყობა მოუცურდა მანქანა და საუბედუროდ ადგილზეა გარდაცვლილი. სოსო იყო სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ბიჭი, ძალიან მეგობრული, მოსიყვარულე, მხიარული, საოცარი იუმორით სავსე. მის გვერდით ვერ მოიწყენდი. მართლა გამორჩეული ბიჭი იყო. ძალიან გვატკინა გული ყველას. გაგვანადგურა დღეს ამ ამბავმა…განაგრძეთ კითხვა









