ჯეიმს კამერონის ფილმის ტიტანიკის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, სიყვარულის ეპიკური ისტორია ვალენტინობის დღისთვის კინოთეატრებში ბრუნდება.
“ტიტანიკი”, რომლის დებიუტი 1997 წლის 19 დეკემბერს შედგა, მოგვითხრობს ჯეიკისა და როუზის დუეტზე, რომელიც Titanic-ის ბორტზე 1912 წელს მოხვდა. როუზ დევიტ ბუკატერი, მდიდარ კაცზეა დანიშნული, იგი დაქვრივებულ დედასთან ერთად გემის პირველ მოგზაურობაში იმყოფება, სადაც ახალგაზრდა მხატვარს, ჯეკ დოუსონს ხვდება, რომელმაც ბოლო წუთს მოიგო მესამე კლასის ბილეთი პოკერის თამაშის დროს. შეხვედრიდან რამდენიმე დღეში და საბედისწერო აისბერგთან შეჯახებამდე, წყვილს ერთმანეთი უყვარდებათ.
კამერონის ფილმის შთაგონება რეალური ამბავი გახდა. ის გრძნობდა, რომ სასიყვარულო ისტორია, რომელიც შერწყმულია ადამიანის დანაკარგთან ერთად, უფრო კარგად გადმოსცემდა ემოციებს.
მიუხედავად იმისა, რომ ტიტანიკი ასზე მეტი წლის უკან ჩაიძირა, ადამიანებს მუდმივად აინტერესებდათ მომხდარი მოვლენები, განსაკუთრებით იქ დაღუპული მგზავრებისა და ეკიპაჟების ისტორიები.
უილიამ მერდოკის სროლის სცენა იყო შემთხვევა, როდესაც კამერონი ყველაზე დრამატულ შესაძლო ახსნას ეხებოდა. ამ არჩევანმა საზოგადოების პროტესტიც გამოიწვია.
როდესაც ჯეიმს კამერონს ჰკითხეს : შეიძლებოდა თუ არა ორივეს, როუზისა და ჯეკის გადარჩენა
მისი პაუსიხი იყო: “არანაირად, ჯეიკისა და როუზის სიყვარული რომეოსა და ჯულიეტას ჰგავს, ეს არის ფილმი სიყვარულზე, მსხვერპლზე და მოკვდავობაზე. სიყვარული იზომება მსხვერპლით. ”
ფილმის სცენები კვლევით გემზეა გადაღებული. გემის ჩაძირვის ხელახლა შესაქმნელად გამოყენებული იქნა მასშტაბური მოდელები, კომპიუტერის მიერ გენერირებული გამოსახულება და Baja Studios-ში აშენებული ტიტანიკის რეკონსტრუქცია.
თავისი დროისთვის „ტიტანიკი“ ითვლებოდა ყველა დროის მაღალბიუჯეტიან ფილმად – მისი გადაღება დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.
ფილმმა საზოგადოების დიდი სიყვარული დაიმსახურა, ასევე მაღალი შეფასება მიიღო კრიტიკოსებისგანაც. არანაკლებ გამაოგნებელი წარმატება ხვდა კომერციულადაც. ამერიკის კინოინსტიტუტის მიერ ტიტანიკი ითვლება ყველა დროის რიგით მეექვსე საუკეთესო ეპიკურ ფილმად. იგი იქცა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმად – შემოსული თანხა 1, 800 მილიონს აჭარბებდა . 12 წლის მანძილზე იგი რჩებოდა რეკორდსმენად კამერონის შემდეგ ნამუშევარ ავატარამდე, რომლის შემოსავალი, თავის მხრივ, წინამორბედის ციფრებს აჭარბებდა
ფილმმა დებიუტიდან მოყოლებული ათობით ჯილდო მოიპოვა და ბევრად მეტზეა ნომინირებული. ახლა კი, 25 წლის შემდეგ, ის კვლავ დაუბრუნდა კინოთეატრებს.