ასტროლოგი ნინა სუსლოვა ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს.
მან გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.
ვერძი – უმჯობესია თქვენი დრო და ყურადღება ძველ საქმეებს დაუთმოთ, არ არის კარგი მნიშვნელოვანი და ახალი ნაბიჯების გადადგმა.
კურო – კარგი დღეა დაკავდეთ ჰობით და იპოვოთ ახალი საქმე. დღის პირველი ნახევარი უფრო ჰარმონიული იქნება, მეორე ნახევარში კი უმჯობესია დაისვენოთ.
ტყუპები – ბევრ ადამიანთან მოგიწევთ ურთიერთობა, შესაძლოა გაზარდოთ სანაცნობო წრეც.
კირჩხიბი – კარგი იქნებს ეს დღე საოჯახო საქმეებს დაუთმოთ, დაალაგოთ და გადაყაროთ ძველი ნივთები და შეიძნოთ ახალი ნივთები.
ლომი – ქაოტური დღე იქნება, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. ეცადეთ იყოთ კონცენტრირებული დეტალებზე.
ქალწული – უნდა იყოთ დაკვირვებულები და მაქსიმალურად კარგად გაანალიზოთ ის ინფორმაცია, რომელსაც მიიღებთ, შეიძლება თქვენამდე მცდარი ინფორმაცია მოვიდეს და სჯობს გადაამოწმოთ.
სასწორი – უმჯობესია ეს დღე საკუთარ თავს დაუთმოთ, არ აიღოთ ზედმეტი ვალდებულება საკუთარ თავზე.
მორიელი – სიფრთხილე გმართებთ ფინანსების მიმართ, არ არის სასურველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და ნივთების შეძენა. ეცადეთ იყოთ მომთმენი და არ იჩქაროთ.
მშვილდოსანი – თუ სადმე გამგზავრების სურვილი გქონდეთ ეს დღე გამოიყენეთ, მოიძიეთ ინფორმაცია და შეარჩით ქვეყნები.
თხის რქა – დამღლელი დღე იქნება, თან რუტინული. ეცადეთ ყველაფერს თავისი ადგილი და დრო მიუჩინოთ.
მერწყული – აქტიური დღე იქნება, შეიძლება მოგიწიოთ ღონისძიებაზე წასვლაც, იაქტიურეთ და გადადგით ნაბიჯები, ეს აუცილებლად დაგიფასდებათ.
თევზები – ეცადეთ ეს დღე მშვიდ და ჰარმონიულ გარემოში გაატაროთ, უმჯობესია ეს დღე საკუთარ თავს დაუთმოთ.