სიტყვიერი დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში. სხდომაზე ხმაური ოპოზიციის გამოსვლას მოჰყვა. ” ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თათია ნიკოლაშვილის განცხადებით, მოსახლეობის პრობლემები საკრებულოს დღის წესრიგში არასდროს ხვდება.
ოზურგეთის საბავშვო ბაღებში ვადაგასული ხორცის შეტანა, სტიქიით დაზარალებული ხალხი, ინფრასტრუქტურული პრობლემები და მოუწესრიგებელი სტადიონები – ეს თემები გახდა ჩხუბის მიზეზი დეპუტატებს შორის.
უმრავლესობამ ოპოზიციას პროვოკაციასა და უპასუხისმგებლობაში დასდო ბრალი.










