”ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ირაკლი კიკვაძემ ქუთაისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოუწესრიგებლობა და უფუნქციობა გააპროტესტა . მან ბრიფინგი ნიკეა-ასათიანის კვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან გამართა. მისი თქმით, გადასასვლელი უსაფრთხო არაა ქვეითებისათვის, გარდა ამისა იქმნება ეკოლოგიური პრობლემებიც. აღნიშნული სიტუაცია კი უკვე წლებია გრძელდება. მან გიორგი ჭიღვარიას 2018 წლის დაპირება შეახსენა, როცა ქალაქის მერი ქუთაისელებს სათვალთვალო კამერების დამონტაჟებასა და ტერიტორიის კაპიტალურად გარემონტდებას პირდებოდა.
საკითხი მწვავედ დგას მოქალაქეების წინაშე. ისინი მეგატივთან საუბარში აცხადებენ, რომ მიწისქვეშა გადასასვლელებით ვერ სარგებლობენ, რადგან ისინი ანტისანიტარიის კერადაა ქცეული.
ააიპ „სპეციალურ სერვისებში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული მიწისქვეშა გადასასვლელები მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე სამჯერ დასუფთავდა, თუმცა მოქალაქეები მას კვლავ ანაგვიანებენ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელების პრობლემა წლებია არსებობს.