22 დამოუკიდებელი ონალინ მედია რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშული იყო, საერთო გზავნილს ავრცელებს.
“სინათლე არ უნდა ჩაქრეს” – ეს არის მათი მთავარი სათქმელი.
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება. სწორედ ამ რეალური საფრთხის საჩვენებლად, 22 მედიის ვებგვერდი დროებით გაითიშა. სიმბოლური გათიშვა წინ უძღოდა კამპანიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.
ამ მიზნით შეიქმნაერთიანი პლატფორმა, საიდანაც შესაძლებელია 22 მედიის მხარდაჭერა ერთ ანგარიშზე ჩარიცხვით.
კამპანია სვამს კითხვას: რა ხდება, როცა სინათლე ქრება? – როცა თავისუფალი ხმა წყდება დასაზოგადოება მიუკერძოებელ ინფორმაციას ვეღარიღებს. სინათლესთან ჩაქრობასთან ერთად ქრება სიმართლეც. კამპანიის მიზანია, მკითხველს დაანახოს:
• დამოუკიდებელი ონლაინმედიების ერთობა,
• რეპრესიების ფონზე მათი გაქრობის რეალური საფრთხე
• და მკითხველის როლი სინათლის შენარჩუნებაში.კამპანიის ოფიციალური ვებგვერდი: (https://sinatle.media/)https://sinatle.media/
ანგარიშის ნომრები:
# GE76TB7548536080100013 # GE06BG0000000609779465″ – წერია ვებ-გვერდზე, რომელსაც ონლაინ მედიები ავრცელებენ.