სახალხო დამცველმა “სადაზღვევო კომპანია იმედი L”-ის მხრიდან სიმსუქნის დიაგნოზის მქონე დაზღვეულის მიმართ ჭარბწონიანობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაცია დაადგინა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
ომბუდსმენის განცხადებით, სადაზღვეო კომპანია, წონის კორექციასთან დაკავშირებულ ხარჯებს აიგივებს სიმსუქნის დიაგნოზთან, შედეგად კი სიმსუქნის დიაგნოზის მქონდე პაციენტები, ვერ სარგებლობენ საჭირო გამოკველევების ანაზღაურების უფლებით
“მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ სადაზღვევო კომპანია საგამონაკლისო შემთხვევას – “წონის კორექციასთან დაკავშირებულ ხარჯებს” აიგივებს სიმსუქნის დიაგნოზთან, რომლის წინაპირობასაც ჭარბწონიანობა წარმოადგენს. შედეგად, ჭარბწონიანობიდან გამომდინარე სიმსუქნის დიაგნოზის მქონე პაციენტები ვერ სარგებლობენ იმ გამოკვლევებისა და მანიპულაციების ანაზღაურების უფლებით, რომლებიც აღნიშნული პრობლემისა და შესაბამისი დიაგნოზის არარსებობის შემთხვევაში აუნაზღაურდებოდათ. სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ კომპანიის პრაქტიკა არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ჭარბწონიან პაციენტებს და უზღუდავს მათ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უფლებას”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
სახალხო დამცველმა რეკომენდაციებით მიმართა, “სადაზღვეო კომპანია იმედი L-ის” გენერალურ დირექტორს, ასევე, მოუწოდა სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, წინამდებარე რეკომენდაცია გაუზიაროს საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებს.
იხილეთ რეკომენდაცია: https://bit.ly/3p4OMeW