შეწყდეს გამოსახულებები! შეწყდეს უკანონობის დაკანონება! სიმართლეს ვერ დააშანტაჟებთ! გათავისუფლდნენ გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა! – ამ ტრანსფარანტებით ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული აქტივისტების გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვენ.
აქციის ორგანიზატორი საინიციატივო ჯგუფია, რომელიც გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას უსამართლო პატიმრობას აპროტესტებს.
მოძრაობა „ხმას“ თანადამფუძნებლები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა, თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს. პროკურატურა მათ სახელმწიფო უწყებისთვის 3 380 ლარის ზიანის მიყენებას ედავება.
სასამართლომ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
„სასამართლო, რომელიც ქალზე მოძალადეს, მკვლელობასა და ნარკოტიკების რეალიზებაში ბრალდებულებს გირაოთი ათავისუფლებს, იმიტომ რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, მანქანის მინის დაზიანებაში ბრალდებულ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას წინასწარ პატიმრობას უსჯის. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგ. ხელისუფლება ხასაიასა და ჩიქობავას დაკავებითა და სამაგალითო დასჯით მიზნად ისახავს ახალგაზრდობის ტერორს და მათში პროტესტის ჩახშობას“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.










