LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“სიკვდილში და სიყვარულში არ არსებული” – მსახიობი ვაჟა ოყრეშიძე გარდაიცვალა

“სიკვდილში და სიყვარულში არ არსებული” – მსახიობი ვაჟა ოყრეშიძე გარდაიცვალა

დაპოსტა 2019/12/23-ში
A A
251
ნახვა
გაზიარება

“სიკვდილში და სიყვარულში არ არსებული”…
ჩემი პირველი პარტნიორი, საოცარი ადამიანი….
ჩემი ბატონი ვაჟა აღარ არის.” – მესხიშვილის თეატრის მსახიობი  ენდი ძიძავა ფეისბუკზე და ვაჟა ოყრეშიძეს იხსენებს.

ღვაწლმოსილი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი ვაჟა ოყრეშიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ქონდა.

მსახიობი 1941 წლის 3 ოქტომბერს ქუთაისში დაიბადა, ის მესხიშვილის თეატრში 1970 წლიდან მოღვაწეობდა.

ვაჟა ოყრეშიძეს არაერთი როლი აქვს შესრულებული, ასევე გადაღებულია მხატვრულ ფილმებში; “აქედანა და შენამდე”, “ვერსათრიელა”, “ბაკულას ღორები”.

ვაჟა ოყრეშიძე ქუთაისში ცნობილი მსახიობთა სახლის ბინადარი იყო.

 

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=10221322482677672&id=1416177436

 

”60 წელი თეატრში…
მესხიშვილის თეატრი ემშვიდობება ქუთაისის დიდი თეატრალური ოჯახის ღირსეულ წევრს, ამაგდარ ხელოვანს, ქუთაისის თეატრის ისტორიის მემატიანეს, საყვარელ მსახიობს, კოლეგას და უფროს მეგობარს, ბატონ ვაჟა ოყრეშიძეს.
ვაჟა ოყრეშიძე – საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, ,,ღვაწლმოსილი ქუთაისელის’’ საპატიო სიგელის მფლობელი, დაიბადა 1941 წლის 3 ოქტომბერს ქ. ქუთაისში. მამა – სერგო ოყრეშიძე, თეატრის რეჟისორი, მოღვაწეობდა ქუთაისის მესხიშვილის თეატრში, სადაც 1939-1949 წლებში დადგა 24 სპექტაკლი. ბატონი ვაჟა ბავშვობიდან დაკავშირებული იყო თეატრთან, ცხოვრობდა და იზრდებოდა თეატრალურ გარემოცვაში, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი პროფესიული არჩევანი.
1967 წელს ვაჟა ოყრეშიძემ დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, მაგრამ თეატრი იყო მისი მოწოდება და მიუძღვნა კიდეც მთელი ცხოვრება თეატრის მსახურებას. 1960 წლის იანვრიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა მესხიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად.
ვაჟა ოყრეშიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სახელი სამუდამოდ დარჩება მესხიშვილის თეატრის ისტორიაში, ნათელი ხსოვნა კი კოლეგების და მეგობრების გულებში.
ექვსი ათეული წლის მანძილზე, ვაჟა ოყრეშიძემ მესხიშვილის თეატრის სცენაზე განასახიერა 100-ზე მეტი როლი.” – ვკითხულიბთ თეატრის ოფიციალურ გვერდზე.

 

თეგები: ვაჟა ოყრეშიძემესხიშვილის თეატრიმსახიობი
გაზიარება107

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების ერთობლივი განცხადება
მთავარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, „მიუღებელია ნებისმიერი ქმედება,...

დაწვრილებითDetails

ცოლი სანადირო თოფით მოკლა – კაცს პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 22 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია საქართველოში – დაკავებულია 14 პირი

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

გასული 24 საათის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს – განცხადება ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ...

დაწვრილებითDetails

„არის ქსელები, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, მოლარეც და დამხმარეც ის არის”

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
„არის ქსელები, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, მოლარეც და დამხმარეც ის არის”
მთავარი

„არის ქსელები, რომლებშიც სერვისის ხარჯზე აქვთ საშუალება, დაბალი ფასი დაადონ პროდუქციას“, - ამის შესახებ საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 6 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 6 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7419, ევრო – 3.1833, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6580 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

ძლიერი მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

2026 წლის 5 მარტს ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა აშშ-ში, ალასკის რეგიონში, ბერინგის ზღვის სიახლოვეს. მიწისძვრის სიმძლავრემ დაახლოებით 6.4–6.5 მაგნიტუდა შეადგინა. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ალეუტის კუნძულებთან, დაახლოებით 200 კილომეტრის მანძილზე Attu Station-იდან. ბიძგი მოხდა დაახლოებით 42 კილომეტრის სიღრმეზე,...

დაწვრილებითDetails

ირანი ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
ირანი ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს
მთავარი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ ირანის მიერ ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა უარყო. „ჩვენ თავს არ ვესხმით მეზობელ ქვეყნებს. ამ ინციდენტის შესახებ თქვენგან გავიგე. უნდა გამოვიკვლიო ის, ამ ინფორმაციის...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
სამეგრელოში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს
მთავარი

„დროული გადაწყვეტილებით და კოორდინირებული მოქმედებით ახალშობილი ბინაზე დაიბადა. ჯვარის რაიონული სამსახურის მე-10 ბრიგადა გამოძახებიდან ბრუნდებოდა, როდესაც ახალი გამოძახება მიიღეს ლოზუნგით “კვებითი ინტოქსიკაცია“. ექიმი მარინა ჩაგანავა იხსენებს, რომ საჭიროდ ჩათვალა ზარის...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული  სააგენტოს აჭარის  დეპარტამენტის ინსპექტორებმა  ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მცხოვრები ფიზიკური პირი  ზ. გ., რომელსაც ცხოველების სადგომში  კუსტარულად ჰქონდა  მოწყობილი ფრინველთა  სასაკლაო, სადაც...

დაწვრილებითDetails

ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

by თამარა ქავთარაძე
მარტი 5, 2026
0
ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია
მთავარი

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის განცხადებას აკეთებს – “თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების სასარგებლოდ, სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაავალა!”. “თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების სასარგებლოდ, სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"