“მოგესალმებით, პატივცემულო საზოგადოებავ, მე ვარ მარიამ ხარატიშვილი, ქალაქ ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე. ჩვენი სკოლის მოსწავლეთა გუნდი (გუნდის წევრები: მარიამ ხარატიშვილი, მარიამ გორგოძე ,ლიზი გიორგაძე, ნია ჯაფარიძე, თინათინ ჯანელიძე) ჩაერთო ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „გახდი ქალაქის მოხალისე”.ჩვენი მიზანია უბნის და ქალაქის შეჭირვებულ მოსახლეობას შევუგროვოთ ის საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებსაც ჩვენი ოჯახები მათთვის გასცემს(ტანსაცმელი,ფეხსაცმელი,თეთრეული,საკანცელარიო ნივთები, ჭურჭელი…გარდა საკვებისა) სკოლის შემოსასვლელ კარებთან, გარე დახურულ სივრცეში განთავსდა კარადა(სტენდი), სადაც დავალაგეთ ჩვენ მიერ მოტანილი ნივთები და დღე-ღამის ნებისმიერ დროს ეს ადამიანები წაიღებენ მათთვის სასურველ ნივთებს. ჩვენი თხოვნაა, აღნიშნული აქციის შესახებ გააგებინოთ ჩვენს ირგვლივ მყოფ იმ ოჯახებს, რომელთაც ესაჭიროებათ დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ქმედება აზრს დაკარგავს. უხერხულობის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია ღამის საათებში მოსვლა. სკოლის გარე პერიმეტრი არ არის აღჭურვილი ვიდეო კამერებით. იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერებისა. გთხოვთ,გააზიაროთ ეს პოსტი!
#სიკეთეგადამდებია! #სიკეთე გადაარჩენს სამყაროს!”
ქუთაისის მე-19 საჯარო სკოლა იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე 17 ნომერში მდებარეობს.