LIVE TV
შაბათი, იანვარი 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სიბნელის შიში – რა არის მიზეზი და რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა

დაპოსტა 2021/06/21-ში
128
ნახვა
გაზიარება

რომელი გირჩევნიათ: კარგად განათებული ქუჩა თუ ჩაბნელებული ჩიხი? უმეტესობა ჩვენგანი ბნელ ჩიხში სიარულს კარგად განათებულ ქუჩას არჩევს. მაგრამ რატომ?

სინათლე ადამიანის ფსიქოლოგიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს: დაწყებული ჩვენი შინაგანი ცირკადული საათის რეგულირებითა და დამთავრებული ემოციებისა და განწყობის ცვლილებით. მიუხედავად იმისა, რომ კვლავ უცნობია, როგორ გავლენას ახდენს სინათლე ხასიათსა და ემოციურ ბალანსზე ადამიანებში, მღრღნელებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შუქს შესაძლოა ტვინის შიშისა და ემოციების დამუშავების ცენტრზე ჰქონდეს გავლენა. ამ ადგილს კი ამიგდალა ეწოდება.

მონაშის უნივერსიტეტისა და ავსტრალიის კათოლიკური უნივერსიტეტის მკვლევრებმა მეტის გასაგებად ადამიანებზე ექსპერიმენტის ჩატარება ფუნქციური მაგნეტო-რეზონანსული გადაღების (fMRI) მოწყობილობის გამოყენებით გადაწყვიტეს. მათი სურვილი იყო, რომ დაედგინათ, როგორ გავლენას ახდენდა სინათლე და სიბნელე ამიგდალას აქტივობაზე. ღია წვდომის სამეცნიერო ჟურნალში PLOS ONE გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ზომიერი სინათლის ხარჯზე ამიგდალას აქტივობა უფრო შემცირდა, ვიდრე მკრთალი განათებისას. ეს კი ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ იწვევს სიბნელე უფრო მეტ შიშს.

კვლევა 24 მონაწილეს მოიცავდა, რომელთა ნაწილი fMRI-ის ქვეშ 100 ლუქსის განათებაში იყო (საშუალოდ განათებული), ნაწილი კი მკრთალ შუქში – დაახლოებით, 10 ლუქსში. fMRI-ს გამოყენებით, მეცნიერებს ტვინის აქტიური რეგიონის დანახვა რეალურ დროში შეეძლოთ.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ როდესაც მონაწილეები საშუალო განათებაში იყვნენ, მათი ამიგდალას აქტივობა უფრო დაბალი იყო, ვიდრე დაბალ განათებაში.

გარდა ამისა, ამიგდალა კავშირშია ვენტრომედიალურ შუბლისწინა ქერქთან, რომელიც რისკის, ემოციური პასუხებისა და შიშის უფრო მაღალი რანგის დამუშავებაზეა პასუხისმგებელი. ტვინის ეს რეგიონი ამიგდალას აქტივობის რეგულირებაში კრიტიკულ როლს თამაშობს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემოციური პასუხების სუპრესიაში. ამ კვლევის ავტორებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ სინათლე არა მხოლოდ პირდაპირ იწვევს ამიგდალას აქტივობის სუპრესიას, არამედ ის ამიგდალასა და ვენტრომედიალურ შუბლისწინა ქერქთან კავშირს ზრდის, რაც იმის კარგი ახსნაა, თუ რა სარგებლობა აქვს სინათლეს ემოციების ბალანსზე.

Mtavari.tv

გაზიარება51

დაკავშირებული -პოსტები

ოკეანეში ლურჯი ვეშაპები დადუმდნენ – რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები

აგვისტო 10, 2025
9.2k
მთავარი

ლურჯი ვეშაპები კალიფორნიის სანაპიროსთან საეჭვოდ დადუმდნენ - მეცნიერების თქმით, ეს საფრთხის ზრდის ნიშანია კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­ნა­პი­როს­თან ლურ­ჯი ვე­შა­პე­ბის ხმა უფრო შე­სუს­ტდა, რა­მაც მეც­ნი­ე­რე­ბი შე­აშ­ფო­თა. ისი­ნი თვლი­ან, რომ დუ­მი­ლი ეკო­სის­ტე­მის­თვის საფრ­თხის გაზ­რდის...

დაწვრილებითDetails

დღეს განსაკუთრებული სავსემთვარეობაა – რა უნდა იცოდეთ

აგვისტო 9, 2025
2.7k
მთავარი

2025 წლის 9 აგვისტოს სავსე მთვარეა. მას ძველად "ზუთხის" მთვარეს უწოდებდნენ, რადგანაც მრავალი ტომი თევზაობისათვის ზაფხულის ბოლო სავსე მთვარეს საუკეთესო პერიოდად მიიჩნევდა. 9 აგვისტოს სავსე მთვარე ლომ-მერწყულის ღერძის გასწვრივ გაივლის,...

დაწვრილებითDetails

5 აგვისტო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე დღე იქნება

აგვისტო 5, 2025
936
მთავარი

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, სამ­შა­ბათს დე­და­მი­წის ბრუნ­ვა აჩ­ქარ­დე­ბა, რაც 5 აგ­ვის­ტოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მოკ­ლე დღედ აქ­ცევს. მთვა­რის გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი მი­ზი­დუ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა პლა­ნე­ტის პო­ლუ­სებ­თან ოდ­ნავ უფრო სწრა­ფად ბრუნ­ვას გა­მო­იწ­ვევს, რაც ჩვე­ულ 24-სა­ა­თი­ან...

დაწვრილებითDetails

სტრესის დაძლევის 10 საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

მაისი 25, 2025
155
მთავარი

კვირა ის დღეა, როდესაც არ უნდა ვიფიქროთ სამსახურზე ან ყოველდღიურ სირთულეებზე. ბევრი ჩვენგანისთვის დასვენების დღეხ კი შეიძლება სტრესული იყოს, თუ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ სწორად. გთავაზობთ  10 რჩევას, რომელიც  სტრესის მართვასა...

დაწვრილებითDetails

დღეს სარკისებური დღეა – შეგიძლიათ ფინანსური ბარაქა მოიზიდოთ

მაისი 25, 2025
784
მთავარი

25.05.2025 – სარკისებული დღეა და შეგიძლიათ ფინანსური ბარაქა მარტივად მოიზიდოთ. ეს თარიღი უნიკალურია ასახავს სიმეტრიისა და ენერგეტიკული ჰარმონიის ძლიერ კოდს. ასეთი თარიღები ითვლება ენერგეტიკულ კარიბჭედ, როცა სამყაროსთან კომუნიკაცია ძლიერდება და...

დაწვრილებითDetails

აფრიკის კონტინენტი შუაზე იყოფა – რას ამბობენ მეცნიერები

მაისი 24, 2025
157
მთავარი

აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში მას­შტა­ბუ­რი გე­ო­ლო­გი­უ­რი ტრანსფორ­მა­ცია ხდე­ბა - პრო­ცე­სი აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კის რიფ­ტუ­ლი სის­ტე­მი­დან (EARS) მომ­დი­ნა­რე­ობს. ეს ნაპ­რა­ლი სო­მა­ლი­სა და ნუ­ბი­ის ფი­ლებს შო­რის სა­ზღვარს აღ­ნიშ­ნავს, რომ­ლე­ბიც, მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, თან­და­თა­ნო­ბით ერ­თმა­ნეთს შორ­დე­ბი­ან. ეთი­ო­პი­ის...

დაწვრილებითDetails

„ჯოჯოხეთის ჭიანჭველა” – რას მიაკვლიეს მეცნიერებმა

აპრილი 28, 2025
28
მთავარი

ცარცული პერიოდის ერთი ჭიანჭველას უიღბლო დღე და სიკვდილი, ახლა, 113 მილიონი წლის შემდეგ, მეცნიერებისთვის ფრიად საოცარი რამ აღმოჩნდა. ბრაზილიაში, კირქვაში განმარხებული ციცქნა მწერი ჭიანჭველას ჩვენთვის ცნობილი უძველესი ნიმუშია. უფრო მეტიც,...

დაწვრილებითDetails

“ზღვის ეშმაკმა” ზედაპირზე ამოცურა – ფაქტი, რომელიც არასდროს მომხდარა, რას ამბობენ მეცნიერები

თებერვალი 15, 2025
1.8k
მთავარი

ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ეს­პა­ნე­თის კუნ­ძულ ტე­ნე­რი­ფეს სა­ნა­პი­რო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2000 მეტრში, კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე, მეც­ნი­ე­რებ­მა “ზღვის ეშ­მა­კი“ წყლის ზე­და­პირ­თან ახ­ლოს და­ა­ფიქ­სი­რეს. რო­გორც წესი, შემ­ზა­რა­ვი შე­სა­ხე­და­ო­ბის თევ­ზი, ოკე­ა­ნე­ში ათა­სო­ბით მეტ­რის სიღ­რმე­ში ბი­ნად­რობს. ის მთე­ლი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში 115 671 ნინოა რეგისტრირებული

იანვარი 27, 2025
13
მთავარი

დღეს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტიანობის მქადაგებლის და გამავრცელებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს სახელი სახელი საქართველოში ყველაზე გავრცელებულია. კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 115 671...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოს ომების ისტორიაში პირველად – საახალწლო ზალპი თბილისური რაკეტებით შავი ზღვის თავზე

იანვარი 3, 2025
332
მთავარი

სა­ზღვაო დრონ­მა Magura V5-მა, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლი იყო სა­რა­კე­ტო ია­რა­ღით, ორი Mi-8 ტი­პის ვერ­ტმფრე­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. "გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, შავ ზღვა­ში,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».