ზელენსკი აცხადებს, რომ სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია.ჩვენი ჯარისკაცების ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობა გრძელდება. აქტიური ოპერაციების ფარგლებში, სექტემბრის დასაწყისიდან ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია. ამ დღეებში რუსული არმია ავლენს ყველაზე უკეთესს, რისი კეთებაც შეუძლია – გვაჩვენებენ ზურგს. საბოლოო ჯამში, ეს არ არის ცუდი არჩევანი მათთვის – გაქცევა. უკრაინაში ოკუპანტების ადგილი არ არის და არასდროს იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
“კრემლი მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს, რომელიც მნიშვნელოვან მსხვერპლს გამოიწვევს” – უკრაინის დაზვერვა
უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, კრემლი შობის წინა დღეს ან შობის დღესასწაულზე მასშტაბური პროვოკაციისთვის ემზადება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვება. „უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახური გაფრთხილებთ, რომ კრემლი სპეცოპერაციის გაგრძელებას გეგმავს, რომლის მიზანიც აშშ-ს შუამავლობით მიმდინარე...









