პირს, რომელიც 9 წლის გოგოს მიმართ გარყვნილ და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა 15 წლით პატიმრობა მიესაჯა. განცხადებას პროკურატურა ავრცელებს:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 17 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით რ.ყ. 9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებას და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა”, – წერია უწყების განცხადებაში.
სამართალდამცველებმა რ.ყ. 2020 წლის 12 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.