LIVE TV
სამშაბათი, თებერვალი 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

,,სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ეფექტურობის ეჭვქვეშ დაყენება ნიშნავს, რომ ვიღაცას მთელი კახეთის დასეტყვა უხარია”-კახეთის გუბერნატორი

დაპოსტა 2020/05/03-ში
84
ნახვა
გაზიარება

არანაირ ტოტალურ ზარალზე საუბარი არ შეიძლება გვქონდეს და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ეფექტურობის ეჭვქვეშ დაყენება ნიშნავს, რომ ვიღაცას მთელი კახეთის დასეტყვა უხარია, – ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ვენახის ზარალი ძალიან მინიმალურია და სეტყვა ძირითადად ერთწლოვან კულტურებს შეეხო.

„რომ არ იყოს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში, ჩავთვალოთ, რომ მოსავლის 90% საერთოდ არ იქნებოდა. გუშინ 790 კვ/კმ ფართობის მქონე ღრუბლის ფრონტი წამოვიდა, რომელიც უკვე იყო ჩამოყალიბებული როგორც სეტყვის ღრუბელი. დღეს გვაქვს რამდენიმე წერტილი, რომელიც დაისეტყვა, თუმცა გვექნებოდა ტოტალური დასეტყვა. ვენახის ზარალი ძალიან მინიმალურია, ძირითადად ერთწლოვან კულტურებს შეეხო ეს სეტყვა. არანაირ ტოტალურ ზარალზე საუბარი არ შეიძლება გვქონდეს და ამ სისტემის ეფექტურობის ეჭვქვეშ დაყენება ნიშნავს, რომ ვიღაცას მთელი კახეთის დასეტყვა უხარია,“ – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კახეთის გუბერნატორის განცხადებით, ფერმერებს სახელმწიფო დაზღვევის პროექტით შეუძლიათ სარგებლობა.

„ჩვენ ყველაფერზე სტატისტიკას ვაწარმოებთ და სახელმწიფო ყველა სტიქიასთან დაკავშირებით სპეციალურ პროგრამებს ახორციელებს, მათ შორის დაზღვევის პროექტს, რომელიც სახელმწიფო თანადაფინანსებით კეთდება და ყველა ფერმერი ამის შესახებ ინფორმირებულია. 100%-იანი დაზღვევა ბუნების წინაშე არ არსებობს, ამიტომ ყველამ ვისარგებლოთ იმ სიკეთით, რასაც მთავრობა გვთავაზობს დაზღვევის კუთხით,“ – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, 2 მაისს კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დაისეტყვა. სეტყვა სიღნაღის მუნიციპალიტეტში რამდენიმე წუთი გაგრძელდა და ძირითადად სოფელი ანაგა დააზარალა.

სეტყვა იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტშიც ამ დროისთვის ზარალს ითვლიან

 

თეგები: კახეთისეტყვა
გაზიარება34

დაკავშირებული -პოსტები

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვალი 23, 2026
5
მთავარი

ვერძი   დღეს, შესაძლოა, ნევროზულობა და ხასიათის მოულოდნელმა ცვლა გარკვეული უთანხმოების მიზეზი გახდეს. ექსპერიმენტებისა და რადიკალური ცვლილებებისთვის შესაფერისი დრო დღეს არ არის.   კურო   დაკავდით ოჯახის საკითხების მოგვარებით. ნურაფერს...

დაწვრილებითDetails

ძალის გადამეტებისთვის იმერეთის პოლიციის სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

თებერვალი 23, 2026
1.7k
მთავარი

პროკურატურამ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა.   "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ივლისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ერთი პირი დაჭრეს

თებერვალი 23, 2026
255
მთავარი

ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი პირი დაჭრეს. არსებული ცნობებით, შემთხვევა გვიან ღამით აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის...

დაწვრილებითDetails

ლენტეხის ყოფილი მერი და მერიის მაღალჩინოსნები დააკავეს

თებერვალი 23, 2026
949
მთავარი

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი, გია ონიანი, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები: ნუგზარ ტვილდიანი და გიორგი გულბანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „დასავლეთ საქართველოს საოლქო...

დაწვრილებითDetails

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თებერვალი 23, 2026
86
მთავარი

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მახარობლიძემ დახურულ სხდომაზე მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას...

დაწვრილებითDetails

აჭარასა და ქვემო ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

თებერვალი 23, 2026
74
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის და ქვემო ქართლის დეპარტამენტების ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის შედეგად, მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს. ფიზიკური პირი ზ. ბ. აჭარისა და გურიის რეგიონების სოფლებში ყიდულობდა მსხვილფეხა...

დაწვრილებითDetails

რუსთავში IV-V საუკუნეების სამარხები აღმოაჩინეს

თებერვალი 23, 2026
98
მთავარი

რუსთავის მერიის ინფორმაციით, სანაპიროს ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნეების სამარხები აღმოაჩინეს. როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, რუსთავის ისტორიულმა მუზეუმმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უკვე მოაწოდა ინფორმაცია და...

დაწვრილებითDetails

ახალშობილი, რომელსაც დედამ მძიმე დაზინებები მიაყენა, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია

თებერვალი 23, 2026
285
მთავარი

ახალშობილი, რომელიც დედამ, კლინიკა „მედინას“ საპირფარეშოში მარტომ გააჩინა, ისევ რეანიმაციაშია. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, დღეს ჩაატარეს კონსილიუმი სპეციალისტებთან თბილისში და დაგეგმილია რამდენიმე ოპერაციის ჩატარება. „უმძიმესი მდგომარეობაა. ახლა გვქონდა ჩართვა თბილისში...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოში არ არსებობს მოზაიკა, სადაც 11 ფერზე მეტი იყოს გამოყენებული – რა ხდება გელათში

თებერვალი 23, 2026
162
მთავარი

გელათის ღვთისმშობლის სახელობის ცენტრალური ტაძარი ერთიანი გადახურვის კონსტრუქციის ქვეშ არის მოქცეული. საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტები 2023 წლიდან გელათში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესს დადებითად აფასებენ და ზოგიერთი მიმართულებით მისაბაძსაც უწოდებენ....

დაწვრილებითDetails

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების სერვისმა „ვიან კარდიო-ნეირო“  დაიწყო მუშაობა 

თებერვალი 23, 2026
94
მთავარი

ამერიკის საერთაშორისო კომისიის (AACI) მიერ აკრედიტებულ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ფუნქციონირება დაიწყო სპეციალურად აღჭურვილმა სასწრაფო დახმარების სერვისმა - ვიან კარდიო-ნეირო, რომელიც განკუთვნილია გადაუდებელი კარდიოლოგიური და ნევროლოგიური პაციენტებისთვის. სერვისი ამ ეტაპზე...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».