რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აცხადებენ, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანზე კონტროლი მოიპოვეს.
მედიის ინფორმაციით, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ შეიარაღებული ძალები Telegram-ში აცხადებენ, რომ 220 დასახლება ახლა მათი კონტროლის ქვეშაა.
ლიმანი უკრაინის ქალაქ სლოვიანსკისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს, რომელიც რუსეთის მთავარი სამიზნეა, რადგან, როგორც ცნობილია, მოსკოვი დონბასზე სრული კონტროლის დაწესებას ცდილობს.










