დღევანდელი სასესიო სხდომა ევროპის ჰიმნით გაიხსნა. პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მიმართა და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება მიულოცა.
როგორც პაპუაშვილმა თქვა, “ჩვენ ქართველი ხალხი, მთელი ჩვენი ერთიანობითა და წინააღმდეგობებით ამ ისტორიული მიღწევის ნამდვილი გმირები ვართ”.
სხდომის დაწყებამდე კი დეპუტატებმა საერთო “სელფი” გადაიღეს.
გუშინ საქართველომ დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი, რაც დაგვამახსოვრდება როგორც ისტორიული მასშტაბის გარდამტეხი მოვლენა. ევროპისადმი ჩვენი კუთვნილების დამტკიცება არ გვჭირდება – ჩვენ ვიყავით ყველაზე ადრეული ევროპულ-ქრისტიანი ერი და ქრისტიანული სამყაროს აღმოსავლეთ ბასტიონი.
ჩვენ ქართველი ხალხი, მთელი ჩვენი ერთიანობითა და წინააღმდეგობებით ამ ისტორიული მიღწევის ნამდვილი გმირები ვართ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ მიღწევაში თავისი წვლილი შეიტანა, ვინც დაუღალავად შრომობდა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად და ქვეყნის ევროპულ ოჯახში შესაყვანად. გილოცავთ ამ დღეს, გთხოვთ ფეხზე წამოუდგეთ ევროპის ჰიმნს,“ – ამბობს პაპუაშვილი.










