საჯარო მოხელეებს უფლება ექნებათ ჯარი გადაავადონ – თანხის გადახდით გაწვევა აღარ გადავადდება.
პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა “თავდაცვის კოდექსის” და მისი თანმდევი 45 კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაასრულა. პროექტში შესული ცვლილების თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება. პირველი ვერსიით, გადავადების მოსაკრებელი ერთჯერადად 10 000 ლარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს პუნქტი გაუქმდა
გადავადების საფუძველი შეიძლება გახდეს საჯარო უწყებაში მუშაობა, კერძოდ მუშაობს სამინისტროებში, სამინისტროს სისტემაში სსიპ-ში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებში, როგორიცაა პენიტენციური სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების, დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურები.