ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთის მოქალაქეები ქალაქ ატირაუში გაფრენას ვერ ახერხებენ. მათი რეისი რამდენჯერმე გადაიდო.
როგორც ცნობილია, ავიაკომპანია Air Astana ყაზახეთიდან გამოფრენას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს. ბოლო ინფორმაციით, თვითმფრინავი ქუთაისში დღის 4 საათზე დაჯდება.
აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ რომ მათი მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ არის და ყაზახეთიდან თვითმფრინავის გამოფრენას ელოდებიან.
აეროპორტში შეყოვნებული მგზავრები ამბობენ, რომ ინფორმაცია არ აქვთ და ელოდებიან, როდის მოახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას.
“არაფრის თქმა არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ სახლში დაბრუნება მინდა. ჯერჯერობთ არაფერს გვეუბნებიან, რატომ ვერ ვბრუნდებით…
ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები მელოდებიან, არაფრის მეშინია, მხოლოდ მინდა, ჩემს სამშობლოში დავბრუნდე, მაგრამ ვერაფერს გვეუბნებიან”, – ამბობენ მგზავრები.
მგზავრები ბავშვებთან და მოხუცებთან ერთად რამდენიმე საათია აეროპორტში იმყოფებიან და არ იციან, როდის შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას.