ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრემში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 12 წლის ბავშვი დაიწვა. დაშავებული არიან ასევე ბავშვის დედა, დეიდა და მცირეწლოვანი ბავშვი. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე სამაშველო ბრიგადები და პოლიციაა მობილიზებული. მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას. ხანძარი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.