სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლების გაერთიანებულმა საპროტესტო მსვლელობამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლა.
აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც: „კონსერვატორია არ დაკონსერვდება“, „თავისუფლება ანრი კაკაბაძეს“.
გაერთიანებული მსვლელობა თბილისის მერიასთან გადაინაცვლებს.
სახელოვნებო მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად სახელმწიფო კონსერვატორიასთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც ჭავჭავაძის, ვარაზისხევისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე IT სფეროს მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდნენ.