ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს.
აღნიშნული სასწავლებელი ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 20 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა.
2005 წლის 10 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის №476 ბრძანებულებით შეიქმნა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომლის მთავარი მიმართულებაა სასწავლო და პრაქტიკული პროგრამების განხორციელების გზით ქვეყნის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში არსებული საკადრო დეფიციტის დაძლევა და მაღალმთიან და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლების უზრუნველყოფა და მაღალმთიან და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო ენის ფლობის და სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება.
სკოლა დაინტერესებული პირებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას უზრუნველყოფს თბილისსა და 11 რეგიონული სასწავლო ცენტრის მეშვეობით ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთში.