LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სახელგამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით…-აფეთქება ახალქალაქში

დაპოსტა 2022/12/16-ში
117
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პროკურატურამ, ახალქალაქში გენდერის ნიშნით, დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, სექსუალური ხასიათის კავშირის იძულებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სახელგამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ცდილობდა.

დაზარალებულისგან არაერთი უარის მიღების შემდეგ, 13 დეკემბერს, ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით და მოკვლის განზრახვით, დაზარალებულს სადარბაზოში, სახლის კართან  ალკოჰოლურ სასმელთან და ტკბილეულთან ერთად პოლიეთილენის  პარკში მოთავსებული საბრძოლო მდგომარეობამდე მიყვანილი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუტოვა. ასაფეთქებელი მოწყობილობა, დაზარალებულის მიერ პოლიეთილენის  პარკის გახსნის დროს მოვიდა მოქმედებაში, რის შედეგადაც, დაზიანდა მისი საცხოვრებელი ბინა.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ბ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება)  წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თეგები: აფეთქებაახალქალაქიახალქალაქში მომხდარი აფეთქების დეტალები
გაზიარება47

დაკავშირებული -პოსტები

რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ოპოზიცია – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 20, 2025
4
მთავარი

ჩვენ კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვგეგმავთ არჩევნების ჩატარებას 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ნოემბერი 20, 2025
2
მთავარი

საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია სტენეგარდმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. „საქართველოში განვითარებული მოვლენებით...

დაწვრილებითDetails

„მორიგი დარტყმა მედიის თავისუფლებაზე“ – კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის სააპელაციო განაჩენზე

ნოემბერი 20, 2025
6
მთავარი

უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი, რომელიც Trial Watch-ის ინიციატივის ფარგლებში, მონიტორინგს უწევს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება. „გუშინდელი გადაწყვეტილება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენის...

დაწვრილებითDetails

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ სააპელაციო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვებას გმობს

ნოემბერი 20, 2025
5
მთავარი

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ სააპელაციო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვებას გმობს, - განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) ავრცელებს. „IPI მკაცრად გმობს სააპელაციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას, რომელმაც ძალაში დატოვა IPI-ს წევრისა და...

დაწვრილებითDetails

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში

ნოემბერი 20, 2025
18
მთავარი

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში - ჟურნალისტ ლაშა ბერულავას ინფორმაციით, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაეცა თემურ შანავა. ჟურნალისტის ცნობით, 11 ნოემბერს, ალყაში მოხვედრის შემდეგ თემური დაკარგულად ითვლებოდა და მისი ცხედარი დღეს...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ნოემბერი 20, 2025
204
მთავარი

ამერიკაში, ნიუ იორკში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა. 35 წლის დიმა ქარდავა სამეგრელოდან იყო და ამერიკაში სამუშაოდ წელიწად-ნახევრის წინ წავიდა. ახლობლის ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ავარიის შედეგად,...

დაწვრილებითDetails

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება

ნოემბერი 20, 2025
3
მთავარი

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, ასევე, ახლო აღმოსავლეთში, საჰელის რეგიონსა...

დაწვრილებითDetails

შსს-ს თანამშრომლებმა მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე 13 პირი დააკავეს

ნოემბერი 20, 2025
12
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 19 ნოემბერს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად აქციის 13 მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 2500-დან 30 000 ლარამდე გაიზრდება

ნოემბერი 20, 2025
10
მთავარი

2026 წლიდან ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა გაიზრდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ის ჯარიმები, რომლებიც ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

ნოემბერი 20, 2025
66
მთავარი

20 ნოემბერს, საქართველოს ყველა ქალაქში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა - +23 გრადუსი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქშია ნავარაუდევი, ხოლო ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა - +8 გრადუსი გუდაურში....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».