LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს

” სახაროვის სახელობის პრიზის ქართველისთვის გადაცემა ქვეყნის მტრობაში მისი მხილება უფროა, ვიდრე მისი დაჯილდოება”- პაპუაშვილი

დაპოსტა 2025/10/23-ში
A A
38
ნახვა
გაზიარება

სახაროვის სახელობის პრიზის ქართველისთვის გადაცემა ქვეყნის მტრობაში მისი მხილება უფროა, ვიდრე მისი დაჯილდოება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, წამქეზებლობად უნდა განვიხილოთ გუშინდელი ამბავი, როდესაც ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელს სახაროვის პრიზი გადასცა.

მისი თქმით, ამ პრიზით კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ „ჩვენსას არც სახელმწიფოს, არც სუვერენიტეტს, არც დემოკრატიას და არც მის წესრიგს პატივს არ სცემენ და არად დაგიდევენ“.

„პირველ რიგში, დავიწყებ იმის აღნიშვნით, რომ უკვე 19 დღეა ბრიუსელი უარს ამბობს დაგმოს 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმი და ხელისუფლების დამხობის მცდელობა.

ამასთან, სამწუხაროა, რომ ბრიუსელი ქართველ ხალხთან და მის არჩევანთან მიმართებაში ირჩევს სრული კონფრონტაციის პოლიტიკას და მარგინალიზებული რადიკალური ჯგუფების ღია და ფარულ მხარდაჭერას, რომელთა ქმედებებიც ყოველდღიურად უფრო მეტად ექსტრემისტული და სასოწარკვეთილი ხდება. ზუსტად ისე, როგორც 2024, 2021, 2020 წლის და კიდევ არაერთ არჩევნებზე, ჩვენ კვლავ ვხედავთ გარედან წამოსულ გამამხნევებელ სიგნალებს, რომელიც დამარცხებულ და გაკოტრებულ ძალებს წინააღმდეგობისთვის აქეზებს.

სწორედ ასეთ წამქეზებლობად უნდა განვიხილოთ გუშინდელი ამბავიც, როდესაც ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელს სახაროვის პრიზი გადასცა. დღეს მზია ამაღლობელი არის დამარცხებული და შერცხვენილი პროტესტის მძევალი, რომელსაც მოეთხოვება შეესაბამებოდეს მისგან გამოძერწილი გმირის ცრუ ხატს. ადამიანის და მისი ბედის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მართლაც სავალალოა.

უფრო ზოგადად რომ შევხედოთ, ჩვენ ამ პრიზით კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ჩვენსას არც სახელმწიფოს, არც სუვერენიტეტს, არც დემოკრატიას და არც მის წესრიგს პატივს არ სცემენ და არად დაგიდევენ, ღირებულებების საბაბად მოყვანით კი ახალისებენ ანტისახელმწიფოებრივ და დესტრუქციულ აქტივობას ნებისმიერ დონეზე.

სწორედ ამგვარი ორუელისეული ახალმეტყველებით ცდილობენ ამობრუნებული რეალობის დამკვიდრებას, როდესაც ევროპარლამენტის ხელით ქვეყანაზე მოძალადეს გმირად აცხადებენ, ხოლო ქვეყნის პატრიოტს – მტრად. ლაზარე გრიგორიადისის მაგალითიც საკმარისი იყო თავის დროზე, თუ როგორ გამოგვიცხადა ბრიუსელმა გმირად „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი და რა შედეგი მოიტანა ამან. მოძალადის ამ ცრუ გაგმირებამ წარმოშვა ახალი მოძალადეები, ერთ „მოლოტოვის კოქტეილს“ მოჰყვა ათი, ერთ დამწვარ მანქანას – ევროკავშირის დროშით ხელში საქართველოს პარლამენტის გადაწვის მცდელობა.

ყველაფერთან ერთად, ამაღლობელისთვის სახაროვის პრიზის გადაცემამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ბრიუსელში არ გააჩნიათ მგრძნობელობა ქართველი ხალხის მიმართ. მათ არ ესმით საქართველოს ნამდვილი ხმა, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა გვაწუხებს და რა გვახარებს. ბრიუსელში ეს რომ ესმოდეთ, ისიც ემახსოვრებოდათ, რომ სახაროვის პრიზი ქართული სახელმწიფოებრიობის მტრის სახელს ატარებს, რომელიც ჩვენ „მცირე იმპერიას“ გვიწოდებდა და საქართველოს დანაწევრებას გულშემატკივრობდა. ისევე, როგორც არ ახსოვთ, რომ სახაროვის პრიზი რუს შოვინისტს, ნავალნისაც მიანიჭეს, რომელიც გულმოდგინედ უჭერდა მხარს საქართველოს ოკუპაციას.

სახაროვის სახელობის პრიზის ქართველისთვის გადაცემა ქვეყნის მტრობაში მისი მხილება უფროა, ვიდრე მისი დაჯილდოება. ამ ფაქტის ნამდვილი ირონიაც ამაშია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრის, სახაროვის სახელობის პრიზი გადაეცემა აქტივისტს, რომელმაც სწორედ ქართულ სახელმწიფოზე მიიტანა იერიში.

მაგრამ, რას უნდა ველოდოთ იმ ხალხისგან, ვინც სულ ახლახან ჟურნალისტებად მედიების მდევნელ პროკურორ ნიკა გვარამიას და სააკაშვილის კორუმპირებულ მინისტრს დავით კეზერაშვილს წარმოგვიჩენდა, ან მათგან, ვინც ძალადობის ორგანიზატორ შიდა ტერორისტ ცეცხლაძესთან სალონურ მიმოწერაშია.

შეუძლებელია, რომ დღეს, ბოლო ერთი წლის მანძილზე ორი ჩატარებული არჩევნების მაგალითზე, ვინმეს არ ესმოდეს რა განწყობაა ქვეყანაში, სად არის ქართველი ხალხის უმრავლესობა და რა სურს მას. ამიტომ, მათი პოლიტიკა შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს, მის არჩევანს, გარედან ინსტრუმენტალიზებული პოლიტიკური თემებით აპირისპირებს ადამიანებს, უბიძგებს ძალადობისკენ და მსხვერპლის როლს არგებინებს ძალადობის ყველაზე მოწყვლად მონაწილეებს.

ჩვენ დღესაც ვხედავთ სწორედ ასეთ, წახალისებულ ადამიანებს, რომლებსაც მკაფიო გათვლით და ცივი გონებით წირავენ მართლწესრიგთან დაპირისპირების შედეგად მიღებული სასჯელებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ღია თუ ფარული ორგანიზატორი იკავებს დისტანციას, არ დგას ავანგარდში და საგამზირე მსხვერპლად სხვას წირავს.

ჩვენთვის ეს ტაქტიკა გასაგებია. თუმცა ის არ მუშაობს და არც იმუშავებს. სახელმწიფო მშვიდად, აუღელვებლად და მეთოდურად დაიცავს ამ ქვეყანაში წესრიგს, უსაფრთხოებას, კონსტიტუციას და უმრავლესობის აბსოლუტურ ნებას. ამ რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევს ყველას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება15

დაკავშირებული -პოსტები

“ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა” – ირაკლი კუპრაძე

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
“ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და კრიზისს” – ირაკლი კუპრაძე
მთავარი

ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა - თუ შეეზღუდება უვიზო მიმოსვლა კონკრეტულ დამნაშავე პოლიტიკურ სახეებს, ეს იქნება სამართლიანი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის...

დაწვრილებითDetails

“ირანი მზად არის შეთანხმების დასადებად, თუმცა პირობები ჯერ საკმარისად კარგი არ არის” – ტრამპი

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მ ირანის ხარგის კუნძულზე ნავთობის ექსპორტის ცენტრს დაარტყა. ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმებმა კუნძულის დიდი ნაწილი „სრულიად გაანადგურა“ და რომ დარტყმები შემდგომშიც გაგრძელდება....

დაწვრილებითDetails

ნუცა ბუზალაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
ნუცა ბუზალაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სამწუხარო  ინფორმაციას ავრცელებს. ,,დიდი ტკივილით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ჩემი აღმზრდელი დეიდა, ჩემი მეორე დედა, ლია. პანაშვიდი გაიმართება კვირას და ორშაბათს. მისამართი: ონიაშვილის 18",- წერს მომღერალი.

დაწვრილებითDetails

შედეგები საგანგაშოა… – ზაზა თელია მოსახლეობას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
შედეგები საგანგაშოა… – ზაზა თელია მოსახლეობას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს
მთავარი

ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია საკვები დანამატების შესახებ წერს. „არის თუ არა დანამატების მიღება უსაფრთხო? საკვების დანამატების ბაზარი არცერთ ქვეყანაში არ რეგულირდება სახელმწიფო სტრუქტურებიდან ისე როგორც ეს ხდება მედიკამენტებთან მიმართებაში, აქედან...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, 12 მარტს გარდაიცვალა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სანაგირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წევრი, მონაზონი თეოდოსი (მძელური). მონაზონი თეოდოსი სანაგირის მამათა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა ისევ გადაკეტილია – ვითარება სტიქიის ზონაში

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

სტიქიიდან მეოთხე დღეს, დამეწყრილ სოფელ კურსებში მუშაობას განაგრძობენ სპეციალისტები, სწორედ მათ რეკომენდაციებს ელოდებიან ხელისუფლებაში განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით. მეწყრული პროცესები აქტიურია, რის გამოც მოქალაქეებს მოუწოდებენ დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს. უსაფრთხოების მიზნით...

დაწვრილებითDetails

ძლიერი ქარი, ზოგან თოვლი – გაფრთხილება ამინდის შესახებ

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

დღეს, 15 მარტს, კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, დროგამოშვებით 25-28 მ/წმ-მდე გაძლიერებით. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე...

დაწვრილებითDetails

ხანძრის დროს, სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა… – ახმეტაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
ოკრიბასთან, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
მთავარი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. თვითმხილველების ინფორმაციით, აალება სახურავიდან დაიწყო და მეორე სართულზე გავრცელდა. ხანძრის დროს, სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც შედუღების სამუშაოებს ასრულებდა. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ...

დაწვრილებითDetails

დღეს რაგბი ევროპის ფინალში „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიას დაუპირისპირდებიან

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
დღეს, ბორჯღალოსნები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მთავარი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. რაგბი ევროპის ფინალური მატჩი მადრიდში, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაიცემა. ბორჯღალოსნების 23-კაციანი შემადგენლობა რაგბი ევროპის ფინალში,...

დაწვრილებითDetails

იტალია მოქალაქეობის მიღების წესებს ცვლის

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
იტალია მოქალაქეობის მიღების წესებს ცვლის
მთავარი

იტალიამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეზღუდოს მოქალაქეობის მიღების უფლება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტალიური წარმოშობის არიან, მაგრამ საზღვარგარეთ დაიბადნენ. CNN-ის ინფორმაციით, იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერს მთავრობის პოზიციას 2025 წლის სადავო კანონთან დაკავშირებით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"