სახალხო დამცველმა შესაძლოა ე.წ. კარვების კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.მანამდე ლევან იოსელიანმა 3 მოსმენით მიღებული კანონპროექტი ეუთო-ოდირს გადაუგზავნა და მათგან პასუხის მოლოდინშია.
ოპოზიცია მორიგ “რუსულ კანონს” თავისუფალი სიტყვის შეზღუდვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობის მცდელობად აფასებს.
“გავაგზავნეთ ეუთო/ოდირში ე.წ. კარვების კანონი, რა ცვლილებებიც იქნა შეტანილი, “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” ცვლილებების თაობაზე და ვაპირებთ, რომ გავასაჩივროთ საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ ვმოქმედებთ როგორც ინსტიტუცია ამ შემთხვევაში და არცერთი შემთხვევა არ იქნება გარწმუნებთ, არც ყოფილა, 7 თვე არის, ცოტა მეტი, რაც სახალხო დამცველი ვარ, როდესაც რაიმე ცვლილება საკანონმდებლო ან რაიმე გადაწყვეტილება მთავრობის ავიწროებდა, აუარესებდა ვინმეს უფლებრივ მდგომარეობას და ჩვენ ამაზე არ გვქონდეს რეაგირება, მაგრამ, ნუ, მომთხოვთ ამის პოლიტიკურ შეფასებებს,” – თქვა იოსელიანმა 20 ოქტომბერს, პარლამენტში.









