LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სახალხო დამცველმა სამოგზაურო დაზღვევაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ხანდაზმული ადამიანების მიმართ დისკრიმინაციად მიიჩნია

Senior Couple Romantic Beach Lifestyle

სახალხო დამცველმა სამოგზაურო დაზღვევაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ხანდაზმული ადამიანების მიმართ დისკრიმინაციად მიიჩნია

დაპოსტა 2019/09/13-ში
A A
60
ნახვა
გაზიარება

სახალხო დამცველმა სამოგზაურო დაზღვევაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ხანდაზმული ადამიანების მიმართ დისკრიმინაციად მიიჩნია.

როგორც სახალხო დამცველის აპარატიდან იუწყებიან, 2019 წლის 2 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სადაზღვევო კომპანია „არდის“ წინააღმდეგ ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა, ვინაიდან კომპანიამ 1943 წელს დაბადებულ ს. ხ.-ს და 1937 წელს დაბადებულ ა. გ.-ს სამოგზაურო დაზღვევაზე უარი უთხრა.

„კომპანიის განმარტებით, შიდა პოლიტიკის თანახმად, მომსახურების გაწევაზე ერთმნიშვნელოვნად უარის თქმის საფუძვლად 70 წელი განისაზღვრება, რაც, განმცხადებლებთან მიმართებითაც იქნა გამოყენებული, ისე, რომ მათი ინდივიდუალური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეფასებულა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ ზღვრული ასაკის განსაზღვრა, რომლის მიღმაც პირს სამოგზაურო დაზღვევაზე შაბლონურად ეუბნებიან უარს, გაუმართლებელია.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სადაზღვევო კომპანია „არდის” მიერ განმცხადებლებისთვის წერილობით მიწოდებული განმარტება სამოგზაურო დაზღვევის გაწევაზე უარის თქმის შესახებ, ასაკოვანი ადამიანების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს ეფუძნება. ამასთან, სადაზღვევო კომპანიების მსგავსმა ბლანკეტურმა მიდგომამ, შესაძლოა, მიუწვდომელი გახადოს ხანდაზმული ადამიანებისთვის სამოგზაურო დაზღვევა, რაც, თავის მხრივ, მიმოსვლის თავისუფლების უფლებაში ჩარევასაც გულისხმობს.

რეკომენდაციაში ასევე მითითებულია, რომ ასაკის ნიშნით განსხვავებული მოპყრობა, შესაძლოა, რაციონალურ ფაქტორებსაც ემყარებოდეს და სოციალურ, ეკონომიკურ მიზნებს ემსახურებოდეს; თუმცა, ასევე შესაძლოა, განზოგადებულ დასკვნებს და სტერეოტიპებს ეფუძნებოდეს. ასაკთან დაკავშირებული სტერეოტიპების მსხვერპლი შეიძლება გახდნენ როგორც ახალგაზრდები, ისე ხანდაზმული ადამიანები. ეს ვარაუდები და დასკვნები ხშირად შეცდომაში შემყვანია და ვერ ასახავს ადამიანების ინდივიდუალურ მრავალფეროვნებას. ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია ისეთ ნეგატიურ სოციალურ შედეგებსაც იწვევს, როგორიცაა საზოგადოებისგან ხანდაზმული ადამიანების გარიყვა და საბაზისო სერვისებსა და პროდუქტებზე მიუწვდომლობა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა სადაზღვევო კომპანია „არდის“ მიმართა რეკომენდაციით, მომსახურების გაწევაზე დაწესებული შეზღუდვები დეტალურად ასახოს შიდა დოკუმენტებში. ასევე, არ დაადგინოს ასაკი, როგორც მომსახურების გაწევაზე ერთმნიშვნელოვნად უარის თქმის საფუძველი და ამ საფუძვლით მომსახურების გაწევაზე უარი ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში წერილობით დაასაბუთოს,”-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

თეგები: მოგზაურობასამოგზაურო დაზღვევა
გაზიარება46

დაკავშირებული -პოსტები

შეერთებამდე გადის რკინიგზის ხიდის ქვეშ, შეიძლება ძალიან ცუდად განვითარდეს მოვლენები – რა ვითარებაა ხარაგაულში

by მეგა TV
აგვისტო 12, 2025
0
შეერთებამდე გადის რკინიგზის ხიდის ქვეშ, შეიძლება ძალიან ცუდად განვითარდეს მოვლენები – რა ვითარებაა ხარაგაულში
მთავარი

ხარაგაულის სოფლებს - ხემაღალსა და ღვერკი ქრება. განვითარებული მეწყრული პროცესები გამო  დანგრეულია სახლები, სამანქანო გზები, დახეთქილია ათობით ჰექტარი მიწა. ორთვენახევრის წინ გაჩენილი ნაპრალები ყოველდღიურად ფართოვდება და ღრმავდება. ყარნებას ხეობის მარჯვენა...

დაწვრილებითDetails

ბოროტმა გვაჯობა ის უფრო ადრე მიხვდა შენს შესაძლებლობებს , სწორედ ამიტომაც არ გაცალა ამ ქვეყნად ყოფნა – ნიკო კვარაცხელია დღეს 26 წლის გახდებოდა

by მეგა TV
აგვისტო 12, 2025
0
” შვილებთან ერთად საკუთარ სულსაც ნუ წარიწყმენდთ”-ნიკო კვარაცხელიას დედა  ბრალდებულების მშობლებს მიმართავს
მთავარი

თბილისში, მოკლული ნიკო კვარაცხელია დღეს 26 წლის გახდებოდა. ემოციურ პოსტს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელია დედა იზა ომაძე აქვეყნებს: "11 აგვისტო მიილია წმინდა ნიკოლოზის ხორციელი შობის დღე, ვდგავარ 12 აგვისტოს ზღურბლთან,...

დაწვრილებითDetails

პოლიტიკური დევნა, სისტემური ძალადობა, რეპრესიული კანონმდებლობა – ანგარიში საქართველოში მედიის მდგომარეობაზე

by მეგა TV
აგვისტო 12, 2025
0
ჟურნალისტებისა და ოპერატორების დევნა და დაკავება  – მედიაომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მედიის ადვოკატირების კოალიციამ (MAC), ჟურნალისტების დაცვის კომიტეტთან (CPJ) პარტნიორობით,  უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ანგარიში მოამზადა. დოკუმენტი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 55-ე სესიისთვის მომზადდა. დოკუმენტი ასახავს მედიის...

დაწვრილებითDetails

აღმავლობა და დიდგორი ერთბაშად არ დამდგარა – მეუფე შიო

by მეგა TV
აგვისტო 12, 2025
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

დიდგორის ბრძოლა არის არა მხოლოდ სამხედრო გამარჯვების სიმბოლო, არამედ, დიდი სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობის სიმბოლო, დიდი რწმენით განჭვრეტილი ქმედების სიმბოლო და მაგალითი. - განაცხადა მეუფე შიომ დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ...

დაწვრილებითDetails

რა შემთხვევაში დაჯარიმდება მძღოლი 1 000 ლარით

by მეგა TV
აგვისტო 12, 2025
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

დედაქალაქის საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდა, არსებული ჯარიმები კი გაიზარდა.­ 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა კანონი რომლის თანახმად, თბილისში,...

დაწვრილებითDetails

ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკის კვალი არ არის – ექსპერტის ჩვენება

by მეგა TV
აგვისტო 12, 2025
0
ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკის კვალი არ არის – ექსპერტის ჩვენება
მთავარი

ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკის კვალი არ არის - ეს ჩვენება რამდენიმე წუთის წინ სასამართლოს ექსპერტმა მარიამ ბახუტაშვილმა მისცა. ექსპერტის თქმით, თმა ყველაზე დიდხანს, რამოდენიმე თვიდან წლების განმავლობაში ინახავს ინფორმაციას ნარკოტიკის მოხმარების...

დაწვრილებითDetails

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ტყის ძლიერი ხანძრის გამო ასეულობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

by მეგა TV
აგვისტო 12, 2025
0
ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა
მთავარი

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჩინაქალეს პროვინციაში ტყის ძლიერი ხანძრის გამო ასეულობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ხანძრის გამო ათობით სახლი და ავტომობილი დაიწვა. რეგიონში მოსახლეობასთან ერთად, საუნივერსიტეტო...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვისა და აღრიცხვის საპილოტე პროგრამა დაიწყო

by მეგა TV
აგვისტო 12, 2025
0
წყალტუბოს მერია მიუსაფარი ძაღლების ჰუმანურად დაჭერისათვის ტენდერს აცხადებს
მთავარი

საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს...

დაწვრილებითDetails

ასე სჯით აგვისტოს ომის ვეტერანებს, დიდი მადლობა – ანატოლი გიგაურის დედა

by მეგა TV
აგვისტო 12, 2025
0
ასე სჯით აგვისტოს ომის ვეტერანებს, დიდი მადლობა – ანატოლი გიგაურის დედა
მთავარი

"ასე სჯით აგვისტოს ომის ვეტერანებს, დიდი მადლობა", -ამ სიტყვებით შეხვდა შვილის მიმართ გამოტანილი განაჩენს ანატოლო გიგაურის დედა. . საქალაქო სასამართლომ ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დღეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ...

დაწვრილებითDetails

გაზის მიწოდება 6300 აბონენტს შეუწყდება

by მეგა TV
აგვისტო 12, 2025
0
2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე – ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ვაკის რაიონში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება 6300 აბონენტს შეუწყდება. კერძოდ, ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის მერიის მიერ, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გამო, ხვალ - 13 აგვისტოს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"