LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” საჭიროა სწრაფად მოქმედება, რადგან „ოცნება“ მედიის გაჩუმების მცდელობებს აჩქარებს” – IPI

” საჭიროა სწრაფად მოქმედება, რადგან „ოცნება“ მედიის გაჩუმების მცდელობებს აჩქარებს” – IPI

დაპოსტა 2025/07/01-ში
A A
19
ნახვა
გაზიარება

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ აქვეყნებს განცხადებას, რომლითაც საქართველოში არსებული მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების სავალალო მდგომარეობაა, რეპრესიული კანონების შემოღებისა და პრესაზე მიმდინარე თავდასხმების ფონზე.

IPI აცხადებს, რომ საქართველო ყოველდღიურად უახლოვდება სრულად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად გადაქცევას, რადგან „ქართული ოცნება“ აძლიერებს ძალისხმევას დემოკრატიის აღმოსაფხვრელად და დამოუკიდებელი ხმების ჩასახშობად.

განცხადებაში ნახსენებია, რომ ბოლო კვირაში „ოცნებამ“ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც გაცილებით ამარტივებს ჟურნალისტების სისხლისსამართლებრივ დევნას ცილისწამებისთვის; ამასთანავე აღნიშნულია სასამართლოებიდან რეპორტაჟებზე ახალი შეზღუდვების დაწესება და ბათუმის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის გახანგრძლივება, მიუხედავად სამედიცინო დასკვნებისა, რომ ციხეში ყოფნის დროს მას მხედველობა მკვეთრად გაუუარესდა.

IPI წერს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით ევროკავშირს, ევალება — ახლავე იმოქმედოს, რათა დაგმოს და ეფექტური ზეწოლა მოახდინოს „ქართული ოცნებაზე“, ინსტიტუტების ლიდერებსა და მოსამართლეებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან როგორც მედიის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ დევნაზე.

ახალი რეპრესიული კანონმდებლობა

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში ცვლილებები ძირს უთხრის ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ სამართლებრივ დაცვას წყაროს კონფიდენციალურობის გაუქმებით, თვითცენზურის წახალისებით და საგამოძიებო ჟურნალისტიკის დაბრკოლებებით.

„კანონპროექტი ცილისწამებას ხელახლა განსაზღვრავს, როგორც „განცხადებას, რომელიც შეიცავს არსებითად ცრუ ფაქტს და ზიანს აყენებს პირის რეპუტაციას“, გამოტოვებულია მოქმედი პუნქტის მითითება, რომ ცილისწამებად ჩათვლისთვის ასეთი განცხადება „ზიანს უნდა აყენებდეს“. ცვლილებებით მტკიცების ტვირთი მოსარჩელისგან მოპასუხეზე ან, სავარაუდოდ, ცილისმწამებლური განცხადების გაკეთებაში ბრალდებულ პირზე გადადის, რომელმაც უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არ იყო განცხადება ცილისმწამებლური.

კანონმდებლობა აფართოებს საჯარო შეურაცხყოფის დანაშაულის ფარგლებს და აუქმებს დაცვის ძირითად მექანიზმებს, მათ შორის კეთილსინდისიერად მოქმედი, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე რეპორტაჟების გაკეთების ან კონფიდენციალური წყაროების ან პროფესიული საიდუმლოებების გამჟღავნებაზე უარის თქმის უფლების მქონე ჟურნალისტების დაცვას. კანონი სასამართლოებს საშუალებას მისცემს, დააწესონ ფინანსური კომპენსაცია როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანისთვის, მაშინაც კი, თუ უკვე განცხადება უკან წაღებულია ან ბოდიში მოხდილია.

საკანონმდებლო ცვლილებები ასევე საშუალებას მისცემს მთავრობას, რეტროაქტიულად დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა კანონპროექტის მიღებამდე 100 დღით ადრე გაკეთებული განცხადებების ან კომენტარების გამო. საპარლამენტო განხილვ ის დროს, მმართველი პარტიის წევრმა თეა წულუკიანმა კიდევ უფრო მკაცრი მიდგომისკენ მოუწოდა — სისხლის სამართლის კოდექსში ცილისწამების დაბრუნებსკენ“, — წერს IPI.

სასამართლოში ჟურნალისტების მუშაობის დაბრკოლებები

„ქართული ოცნებამ“ ასევე დაჩქარებული წესით განიხილა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები.

საკანონმდებლო პაკეტი 5 დოკუმენტისგან შედგება და ცვლილებები შეეხება როგორც სასამართლოში მედიის მუშაობის შეზღუდვას, ასევე იზრდება მოსამართლეების ხელფასი, პოზიციაზე ყოფნის წლები, იცვლება იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი და იზღუდება მოსამართლესთან დაკავშირებით გამოხატვის ფორმები.

IPI ამბობს: „მანამდე, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც დიდი ხანია „ქართული ოცნების“ რუპორს წარმოადგენდა, სასამართლო დარბაზებში ვიდეოგადაღების უფლება ჰქონდა, სხვა მედიასაშუალებებთან კონტენტის გაზიარების ვალდებულებით. თუ ის ამას ვერ შეძლებდა, სხვა მაუწყებლებს ჩარევის უფლება ეძლეოდათ. ცვლილებების პროექტით ეს ჩარჩო გაუქმდება“.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კანონი ასევე აუქმებს დამატებით დებულებებს, რომლებიც ამჟამად ჟურნალისტებს სასამართლოს დერეფნებსა და ეზოებში ჩაწერის უფლებას აძლევს და იცავს მათ ჩამწერი მოწყობილობების კონფისკაციისგან.

„ოცნებამ“ კანონპროექტი წარადგინა საქართველოში ანტისამთავრობო აქციების დროს დაკავებული პირების, მათ შორის მზია ამაღლობელის, მიმდინარე სასამართლო პროცესების ფონზე. მოსმენები ფართოდ გაშუქდა დამოუკიდებელი და მთავრობის მიმართ კრიტიკული მედიის მიერ.

ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებით, სხვა ცოტა ხნის წინ მიღებულ კანონებთან და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მიმდინარე დაუსჯელობასთან ერთად, „ქართული ოცნება“ ნელ-ნელა ახშობს ხარისხიანი დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სივრცეს“, — წერს IPI.

მზია ამაღლობელის პატიმრობა

განცხადებაში ნახსენებია „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც პატიმრობაში რჩება.

მოსამართლე ნინო სახელაშვილი კვლავ უარს ამბობს მისი დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რომ პატიმრობა უფრო მსუბუქი პრევენციული ზომით შეიცვალოს და პატიმრობის გაგრძელების გამართლებად „დანაშაულის ხელახალი ჩადენის მაღალს რისკს“ ასახელებს.

ამასთან, ადვოკატის თქმით, მზია ამაღლობელის მხედველობა მარცხენა თვალში სინათლე-სიბნელის გარჩევის დონეს არ სცდება. მარჯვენა თვალში მხედველობამ 30%-დან 10%-მდე დაიკლო.

„ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში კიდევ უფრო გაუარესდა. 4 და 6 თებერვალს შიმშილობის დროს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა მკვეთრი გაუარესება: მარჯვენა თვალში მხედველობა 30%-დან 10%-მდე დაეცა, მარცხენა თვალში კი მხოლოდ დაახლოებით 4% შეინარჩუნა, რაც სინათლის აღქმით შემოიფარგლება.

რეჟიმის ღია კრიტიკოსს, ამაღლობელს, ბრალი ედება პოლიციელზე თავდასხმაში — შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრება — ბაღაფშის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძესთან შელაპარაკების შემდეგ. ამაღლობელის დაპატიმრება ფართოდ განიხილება, როგორც მისი ჟურნალისტური საქმიანობისთვის შურისძიება“ — წერს IPI.

გამძლეობა რეპრესიების მიუხედავად

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ ხაზს უსვამს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა მედიის რეპრესიები, თუმცა დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა სამაგალითო გამძლეობა გამოავლინეს და ცემის, შევიწროების, დაკავების, დაპატიმრების, შეურაცხყოფის, დაჯარიმების მიუხადავდ, მაინც აგრძელებდნენ თავიანთ საქმიანობას.

თუმცა, მათი თქმით, მდგრადობის მიუხედავად, კონტროლისა და ბალანსის ძლიერი სისტემის, სამართლებრივი დაცვისა და დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობის პირობებში, აშკარა მტრობისა და შიშის ატმოსფეროს ფონზე, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გადარჩენა საქართველოში სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოა.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ სამართლებრივი ჩაგვრის ახალი ტალღა მთავრობის კრიტიკოსების, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ლიდერების მასობრივი დაპატიმრებების პარალელურად მიმდინარეობს — ბოლო თვის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავრობამ შვიდი ოპოზიციონერი ლიდერი დააპატიმრა.

„რეპრესიული, არადემოკრატიული და არალიბერალური კანონმდებლობის მიღება, ფართომასშტაბიან პოლიტიკურ დევნასთან ერთად, უპრეცედენტო მასშტაბით მიმდინარეობს საქართველოში — ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის შუქურად ითვლებოდა. „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად ეყრდნობა რუსეთის ავტორიტარულ სახელმძღვანელოს კრიტიკოსების გასაჩუმებლად, ადამიანის უფლებების შელახვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟისთვის.

სამოქალაქო თავისუფლებების უჩვეულო ტემპით დარღვევა საქართველოში ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას რეგიონში, სადაც ულტრამემარჯვენეები და პოპულიზმი აღმავლობას განიცდის, ხოლო არალიბერალური და ავტორიტარული რეჟიმები სულ უფრო მეტად იპყრობენ ყურადღებას.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ავტორიტარული მმართველობის განმტკიცებას რამდენიმე თვეში, საერთაშორისო საზოგადოებამ სასწრაფოდ უნდა უპასუხოს“, — წერს IPI.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ კვლავ მოვუწოდებენ ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, გააძლიერონ ზეწოლა საქართველოზე და შეაჩერონ ავტორიტარიზმში სწრაფი დამკვიდრება.

IPI ხაზს უსვამს, რომ ეფექტური ზეწოლა უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებზე, არამედ ყველა გადაწყვეტილების მიმღებ პირზე, ასევე მოსამართლეებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მედიის ამ შევიწროებაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდებასა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მიმდინარე დაუსჯელობაზე.

„ასევე, ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით ჩვენს მოწოდებას „ქართულ ოცნებას“ რეპრესიული კანონების გაუქმების შესახებ, მათ შორის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის“ (FARA) და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონსა და „გრანტების შესახებ“ კანონში ბოლოდროინდელი ცვლილებების შესახებ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მეთაურობით მოქმედ პარლამენტს, გააუქმოს „გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცოტა ხნის წინ მიღებული ცვლილებები, ასევე სასამართლო პროცესების მედიაში გაშუქების შემზღუდავი ცვლილებები.

ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით ჩვენს მოწოდებას უსამართლოდ დაპატიმრებული ვეტერანი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის, გათავისუფლების შესახებ, რომელიც ქართული მედიის მდგრადობის სიმბოლოდ იქცა“, — აცხადებს IPI.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტას განახლებული კურსი

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7215 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7227 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანს ივლისში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
„არ გამოტოვოთ, ჯადოსნური დრო, 08:08“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოუწოდებს
მთავარი

2025 წლის ივლისი ზოდიაქოს ამ 3 ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თვე იქნება, რადგანაც როგორც ასტროლოგები ამბობენ, მათ წინ არაერთი საინტერესო ცვლილება ელოდება: ტყუპები ტყუპები 2025 წლის ივლისში მოტივაციისა და ენერგიის...

დაწვრილებითDetails

“ჩვენი მიზანია, დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს’-მიხეილ სარჯველაძე

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება – მიხეილ სარჯველაძე
მთავარი

ჩვენ არ ვერჩით ნარკომომხმარებელს, ჩვენი მიზანია, რომ დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს, რაც შეიძლება მეტად გაამწვავოს პრობლემა და ამით უფრო მეტად მოითბოს ხელი, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის...

დაწვრილებითDetails

“კამერები და პირდაპირი ლაივ-ჩართვები ახალისებდა დამსწრეთა მიტინგურ საქციელს ” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

თუ ფიქრობთ, რომ იმდენად დაბალია თქვენ მიმართ ნდობა საზოგადოებაში, იქიდან რომ გამოხვალთ და სიტყვით მოყვებით რაღაცას, ამას ადამიანი არ ენდობა და მაინცდამაინც კამერით უნდა ჩაწეროთ რაღაცები, ეს ყოფილა თქვენი პრობლემა, -...

დაწვრილებითDetails

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

თურქეთში, ბურსაში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც სტამბოლსა და იალოვაშიც იგრძნობოდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 11:47 საათზე მოხდა. ბიძგების...

დაწვრილებითDetails

ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ფულადი სანქციები იზრდება

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
“საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის უფლება ექნებათ მხოლოდ ავტოსადგურებს”
მთავარი

იზრდება ფულადი სანქცია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული - აღნიშნული ქმედება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამასთან, თვითნებურად გადაკეთებულად მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალება ჩაითვლება,...

დაწვრილებითDetails

ხუთმაგდება ჯარიმა იმ ქვეითებისთვის, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს დაარღვევენ

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
ხუთმაგდება ჯარიმა იმ ქვეითებისთვის, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს დაარღვევენ
მთავარი

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ქვეითებისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება. აღნიშნულს ითვალისწინებს კანონის პროექტი, რომლის საფუძველზეც იგეგმება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანა. კანონპროექტის ინიციატორები არიან არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების ბრალდებით, 1990 წელს...

დაწვრილებითDetails

მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება
მთავარი

მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისს საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. ცვლილებები ხორციელდება როგორც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და სხვა კანონებში. მცირე ოდენობით კანაფის -...

დაწვრილებითDetails

“წვიმა და ქარი…” – განახლებული ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, აღმოსავლეთში კი სეტყვა, იქროლებს დასავლეთის ქარი. რაც შეეხება ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში 26 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 32 გრადუსს მიაღწევს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"