” ნატო-მ, ცის დაკეტვაზე უარის თქმით, მწვანე შუქი აგინთოთ, რომ უკრაინული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვა გააგრძელოთ. მაგრამ, არ ვიცი ვისი დაცვა შეგიძლიათ, შეძლებთ თუ არა საკუთარი და ალიანსის წევრი ქვეყნების დაცვას, მაგრამ საწვავით ჩვენს დაღვრილ სისხლს ვერ გამოისყიდით. ერთიანი ევროპისთვის დაღვრილ სისხლს. ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის. ერთიანი მომავლისთვის. თუმცა, ამავდროულად, მადლობელი ვარ მეგობარი ქვეყნების. ნატო-ში ჩვენი ბევრი მეგობარი ქვეყანაა, ჩვენი პარტნიორები, ისინი უმრავლესობაში არიან. ნამდვილი პარტნიორები. ისინი, ვინც ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანას ეხმარებიან.
რუსული არმიის შემოჭრის პირველივე დღიდან გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ! ამიტომ, თავს მარტო არ ვგრძნობთ. ბრძოლას ვაგრძელებთ, გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას ჩვენი გმირების დახმარებით.
დღეს გმირის მედლებით და ორდენებით 76 ჩვენი გმირი ჯარისკაცი მამაცობისა და თავგანწირვისთვის დავაჯილდოეთ. სამწუხაროდ, 37 მათგანი დაღუპულია…
დიდება უკრაინას!, – აცხადებს ზელენსკი.