თბილისში, ბაზალეთის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულის აივნიდან 75 წლამდე ქალი გადავარდა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
ახლობლების თქმით, ქალს მხედველობა აქვს დაქვეითებული და სავარაუდოდ ეს უბედური შემთხვევა იყო.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.










