საცურაო აუზი ხონში 32 წლის წინ უნდა აშენებულიყო – ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გურანდა ცაგურია 1988 წლის გაზეთში ,,ხონი” დაბეჭდილ მასალაზე დაყრდნობით წერს.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ”
“თურმე, საცურაო აუზი ხონში 32 წლის უკან უნდა აშენებულიყო…
…..
ცხელი ივნისი გვაქვს და ისე როგორც გასულ წლებში, წელსაც ხშირად მესმის: _ ნეტავ, ხონში საცურაო აუზი გვქონდეს, ბავშვები გაკაჟდებიან, უფროსები კი თავს შევაფარებდით ზაფხულის ხვატსო! (ამ პოსტზე კორონას არაფერი დაუკავშიროთ, აქაოდა, მაინც ვერ ვისარგებლებდითო?????????)
დღესაც ცხელა.
ისე ცხელა, რომ გარეთ აღარც ვიხედები. ჰოდა, ვზივარ გრილად და კომფორტულად სახლის კაბინეტში და ადრე დილიდან ვმუშაობ დისტანციურად __ ჩემი უფროსი კოლეგისა და შესანიშნავი ადამიანის, საინტერესოდ მოსაუბრისა და მოაზროვნის, ხონის კოლორიტად აღიარებული ბატონ მურმან ბახტაძის მიერ რაიონულ თუ რესპუბლიკურ პრესაში გამოქვეყნებული სტატიების, ინტერვიუებისა და მემუარების (მათი უმრავლესობა ჯანსაღად კრიტიკულია!) უკვე დასაბეჭდად გამზადებული წიგნის მასალას ჩავკირკიტებ დასარედაქტირებლად თუ საკორექტუროდ და უცბათ, 1988 წლის გაზეთ ,,ხონის” ნომერში დაბეჭდილ მასალას ვკითხულობ:
,,ამბობენ, საცურაო აუზისათვის გამოყოფილი თანხები სხვა საქმეებისათვის უნდა გამოიყენონ… არადა, საკითხავია _ თანამედროვე პერიოდში საცურაო აუზზე უფრო კარგი და სასარგებლო რა უნდა ააშენონ?! ეგებ, ამ საკითხშიც მეტი დაფიქრება გვმართებდეს?! მარტო იაფფასიანი და საეჭვო სპორტული მიღწევებით შორს ვერ წავალთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ხომ საკუთარი თავის მოტყუებაა!..”
#მურმანბახტაძე?
……..
მას მერე 32 წელი გავიდა…
ის ისევ არ არსებობს…
მაშინ რომ საცურაო აუზი აეშენებინათ, ვინ იცის რამდენ სპორტსმენს აღუზრდიდა საქართველოს ჩვენი პატარა ხონი?
…
ჰოდა, როცა ნებისმიერ ჩვენთაგანს სამომავლოდ კარგი და საზოგადოებრივად სასარგებლო საქმის კეთების დრო და შანსი მოგვეცემა, არასოდეს გადავდოთ იგი ხვალისთვის??
…
არც კორონა და დისტანციები იქნება მარადიული??” – წერს გურანდა ცაგურია სოციალურ ქსელში.










