“საცობში მოტოციკლეტმა ჩაიქროლა, წამებში 3 წლის ბიჭი ასფალტზე დაცემული დავინახე” – ამის შესახებ ჟურნალისტი ქეთი დოლიძე თავის ფეიბუკზე წერს და ავარიის დეტალებს გვიზიარებს.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაოზბთ:
“წივილი, კივილი, გაურკვევლობა, ხმაური, სიგნალები…. ღვედი შევიხსენი, მანქანის კარი გავაღე და მივხვდი რომ ძალა არ მქონდა გადასვლის… გული ყელში მქონდა ამოსული… სასწაულად გადარჩა პატარა ბიჭი, მისი ახალგაზრდა დედა იქვე ტროტუარზე გულწასული იწვა და უცხო ადამიანები პატრონობდნენ.. ტიროდა ბიჭი, გულამოვარდნილი ტიროდა. ვიღაც კაცს ჰყავდა გულში ჩახუტებული და ცრემლებს უმშრალებდა.. იქვე იდგა მოტოციკლეტის შეშლილი პატრონი, რომელმაც კინაღამ სიცოცხლე წაართვა ბიჭს..
ყველაფერმა აზრი დაკარგა უცებ. ყველაფერი გაუფერულდა.. ბიჭის გადარჩენილ სიცოცხლეზე მეტად არაფერი მეძვირფასებოდა იმ წუთებში. 3 წლის ბიჭი სიკვდილს სასწაულად გადაურჩა ჩემს თვალწინ.” – წერს ჟურნალისტი ქეთი დოლიძე თავის ფეისბუკ გვერდზე