დღეს, 17 ოქტომბერს ქალაქ საჩხერის ქუჩებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა მოხდება თერმული ნისლით – ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“შეწამვლა დაიწყება 19:30 საათზე. მოსახლეობის საყურადღებოდ! დახურეთ კარ-ფანჯარა და მოერიდეთ გარეთ ყოფნას 2-3 საათის განმავლობაში.” – აცხადებენ მერიაში.