საჩხერე-ჭიათურის გზაზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მიკროავტობუსის ამოტრიალება კლდიდან ლოდის გადმოვარდნამ გამოიწვია. მათივე თქმით, მომხდარის დროს მიკროავტობუსში მგზავრები იმყოფებოდნენ, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია.
“დავინახე ახალი ჩამოშლილი ქვები კლდის ძირში, გზის პირზე. ორშაბათს გავიარე და კი მიგრძნო გულმა, რომ ჩამოვარდებოდა ლოდი. ღმერთს ვთხოვე, მსხვერპლი არ მომხდარიყო,”-აცხადებენ თვითმხილველები.










