LIVE TV
პარასკევი, ნოემბერი 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საშობაო მარხვა დაიწყო – რა არის აკრძალული და დაშვებული

დაპოსტა 2025/11/28-ში
9
ნახვა
გაზიარება

28 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება, რომელიც, საეკლესიო კალენდრის თანახმად, ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება.

40-დღიანი მარხვის პერიოდში მორწმუნეებს ეკრძალებათ ხორცი, კვერცხი და რძის პროდუქტები. შობის მარხვას მართლმადიდებლები სიხარულის მარხვასაც ეძახიან. ის შედარებით მსუბუქად ითვლება, რადგან 25 დეკემბრამდე, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, დაშვებულია თევზის მიღება. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მორწმუნეებმა უკვე მკაცრად უნდა იმარხულონ.

საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ.

შობის მარხვას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. ამ მარხვის დროს, როგორც წესი, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი დაშვებული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერად მიღება.
საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისათვის მომზადების პერიოდია.

წმიდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აბინავებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც კაცს, ვინაიდან მურს გარდაცვლილის ცხედრის გასაპატიოსნებლად იყენებდნენ, რათა შენახულიყო იგი.

საშობაო მარხვა უძველესი დროიდანაა დადგენილი და მორწმუნეები მას პირველივე საუკუნიდან იცავენ. სხვადასხვა საუკუნეებში ამ მარხვას განსხვავებული დღეთა რაოდენობა ჰქონდა; 1166 წელს ჩატარებულ კრებაზე კი მისი ხანგრძლივობა 40 დღით განისაზღვრა.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.0 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

ნოემბერი 28, 2025
2
ეკონომიკა

სტატისტიკოს ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6...

დაწვრილებითDetails

“რა მოლოდინი უნდა მქონდეს, ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაში არიან?!” – კახა კალაძე დღეს დაგეგმილ აქციაზე

ნოემბერი 28, 2025
9
კახა კალაძე
მთავარი

რა მოლოდინი უნდა მქონდეს? ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაში არიან?! არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რამდენი იქნება, 10 ცალი, 30...- ვიღაც უმცირესობაშია და უნდა ძალით რაღაცები გადაალაგოს, არ გამოვა. არსებობს კონსტიტუცია და კანონი,...

დაწვრილებითDetails

” რა არის იმაში ცუდი, რომ სპორტსმენი სახელმწიფოს მიმართ მადლიერებას გამოხატავს?!” – კალაძე

ნოემბერი 28, 2025
12
მთავარი

რა არის იმაში ცუდი, რომ სპორტსმენი სახელმწიფოს მიმართ მადლიერებას გამოხატავს იმის გამო, რომ სახელმწიფო ბოლო წლებში ამ მიმართულებით უამრავ კარგ საქმეს აკეთებს?! - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მედიასთან საუბრისას განაცხადა....

დაწვრილებითDetails

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდა

ნოემბერი 28, 2025
52
მთავარი

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

გრიპის ახალი მუტაცია – როგორ ვრცელდება და რა გართულებები აქვს

ნოემბერი 28, 2025
235
მთავარი

გრიპის ახალი მუტაცია - ჰონგ კონგის ვირუსი - როგორ ვრცელდება და რა გართულებები აქვს: ამ თემაზე ივანე ჩხაიძე გადაცემა ,,შუადღეში" დეტალურად საუბრობს. ნახეთ, ვიდეო:   

დაწვრილებითDetails

ვრცელდება პატრიარქის წერილი

ნოემბერი 28, 2025
11
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან სამსახური სოციალურ ქსელში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისალოც წერილს ავრცელებს. „მის უნეტარესობას, თეოფილე III-ს, წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, თქვენო უნეტარესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად...

დაწვრილებითDetails

შსს რუსეთის მოქალაქეების დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 28, 2025
29
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ბრალდებით რუსეთის ორი მოქალაქეა დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების თანახმად, ვლადიმირ დუბოვსკის და ალინა საველიევას ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ,...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 28, 2025
8
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა...

დაწვრილებითDetails

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 28, 2025
6
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1966 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7...

დაწვრილებითDetails

ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 28, 2025
6
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული მ.ტ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».