LIVE TV
ოთხშაბათი, თებერვალი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

,,საშიში პრეცედენტი” – რატომ გაათავისუფლეს ნატალია თურქაძე სამსახურიდან

დაპოსტა 2026/02/25-ში
872
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატალია თურქაძე დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა.

“ბევრი მწერთ, კითხვებს სვამთ და რადგან თემა უკვე გასცდა ვიწრო წრეს, მინდა დეტალურად გიამბოთ, რა ხდება რეალურად ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში და რატომ არის ჩემი მეგობრის, ნატალია თურქაძე ნატალია თურქაძის შემთხვევა საშიში პრეცედენტი მთელი საგანმანათლებლო სისტემისთვის.

ფაქტები ასეთია:

მიზეზი: 2025 წლის მაისში ნატალიამ გააცილა თავისი სადამრიგებლო მე-12 კლასი. მას შემდეგ, რაც სასწავლო წელი დასრულდა და ეს ბავშვები ოფიციალურად გახდნენ კურსდამთავრებულები (ანუ აღარ იყვნენ სკოლის მოსწავლეები), მშობლებმა, უდიდესი სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად, ნატალიას იტალიაში მოგზაურობის საგზური აჩუქეს.

უცნაური „გამოღვიძება“: ამ ამბიდან გავიდა 8 თვე! არავითარი კითხვა, არავითარი პრობლემა. თუმცა, რატომღაც, ახლა აუდიტის სამსახურიდან მოვიდა წერილი, რომ სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა ეს საკითხი შეისწავლოსო.

კომიტეტის გადაწყვეტილება: სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა იმსჯელა და დაადგინა, რომ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ლოგიკა მარტივია: საჩუქრის გადაცემის მომენტში ისინი აღარ იყვნენ მოსწავლეები, შესაბამისად, ვერანაირი გავლენა ვერ მოხდებოდა ვერც ნიშნებზე და ვერც სასწავლო პროცესზე.

სკოლის დირექტორმა, სრულიად უგულებელყო კოლეგიური ორგანოს (დისციპლინარული კომიტეტის) გადაწყვეტილება და ნატალია თურქაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. მეტიც, ბრძანებაში სამეურვეო საბჭოში გასაჩივრების უფლებაც კი არ მისცა, რაც პირდაპირი პროცედურული დარღვევაა!

დღეს ნატალია თურქაძეს ებრძვიან არა იმიტომ, რომ მან რამე დააშავა (კომიტეტმაც დაადასტურა ეს), არამედ იმიტომ, რომ ვიღაცის ამბიციებსა და შიშებს ასე სჭირდება. როცა მასწავლებელს მადლიერების გამო სჯი, იქ განათლებაზე საუბარი ზედმეტია.

ჩვენი დუმილი დღეს ამ უსამართლობის ხელმოწერა იქნება.

ბავშვების ცრემლები და მშობლების პროტესტი კი ყველაზე მძიმე განაჩენია ნებისმიერი დირექტორისთვის.

გაჩუმებას არ ვაპირებთ. ბრძოლა სიმართლისთვის მხოლოდ ახლა იწყება! ✊

სკოლა ვიღაცის პირადი ამბიციების პოლიგონად არ უნდა იქცეს!

წერს მზია კახაძე მოტივირებულ პედაგოგთა ჯგუფში.

გაზიარება349

დაკავშირებული -პოსტები

“4 წლის განმავლობაში კულუარებში ითხოვდნენ ჩვენგან სანქციების დაწესებას, მაგრამ ამაზე საუბარს საჯაროდ ერიდებოდნენ”-კობახიძე

თებერვალი 25, 2026
0
მთავარი

4 წლის განმავლობაში კულუარებში ითხოვდნენ ჩვენგან სანქციების დაწესებას, მაგრამ ამაზე საუბარს საჯაროდ ერიდებოდნენ, ახლა გადაწყვიტეს ამ ყველაფერზე ღიად საუბარი, რაც ძალიან კარგია,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის განაცხადების თაობაზე...

დაწვრილებითDetails

ახალი ინფორმაცია ვრცელდება ახალშობილზე, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი მისი მკვლელობა სცადა

თებერვალი 25, 2026
12
მთავარი

ბათუმის კლინიკა „მედინას“ დირექტორის ჯუმბერ უნგიაძის განცხადებით, ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი მისი მკვლელობა სცადა, „უკეთესად შეიძლება შეფასდეს“, თუმცა ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც ჯუმბერ უნგიაძე „ინტერპრესნიუსს“...

დაწვრილებითDetails

დარღვევა დიზელის 13 ნიმუშში გამოვლინდა, საჯარიმო თანხა კი1 მილიონ ლარზე მეტია

თებერვალი 25, 2026
3
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმა. ლაბორატორიული კვლევის შედეგები უკვე ცნობილია. ქვეყნის მასშტაბით 85 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული ბენზინის 20 და დიზელის 65 სინჯიდან, დარღვევა მხოლოდ დიზელის 13 ნიმუშში გამოვლინდა....

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

თებერვალი 25, 2026
6
მთავარი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული მ.თ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე გააძევეს

თებერვალი 25, 2026
12
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

რამდენად იყიდით დოლარს და ევროს დღეს

თებერვალი 25, 2026
211
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6742 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6742 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6751 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ არასრულწლოვანი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავა

თებერვალი 25, 2026
107
მთავარი

პოლიციამ არასრულწლოვანი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავა. -. "შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1980 წელს დაბადებული მ.b....

დაწვრილებითDetails

105 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან

თებერვალი 25, 2026
11
მთავარი

105 წელი გავიდა საბჭოთა, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაციის დაწყებიდან. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა, საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 25 თებერვალს

თებერვალი 25, 2026
122
ამინდი

25 თებერვალს, საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები დედაქალაქში +14 გრადუსს პროგნოზირებენ. ყველაზე მაღალი ტემპერატურა +18 გრადუსი - ოზურგეთში, ბათუმსა და ფოთშია ნავარაუდევი. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +14 -...

დაწვრილებითDetails

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვალი 25, 2026
396
მთავარი

ვერძი   თავი შეიკავეთ პირად და საოჯახო თემებში გადაწყვეტილებების მიღებისგან. იყავით მეტად დიპლომატიური. რაც შეეხება საქმიან სფეროს, იაქტიურეთ, ნუ გაუშვებთ ხელიდან ახალ სარფიან შემოთავაზებებს.   კურო   არის გაუგებრობებისა და...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».