გოგონა რომელსაც სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა ქუთაისელია.
მისი ვინაობა, იმ მოტივით არ სახელდება, რომ ოჯახის ყველა წევრისათთვის ტრაგედიის შესახებ ცნობილი არაა.
თვითმხილველთა თქმით, გოგონამ გზაზე მომავალი სატვირთო ვერ შენიშნა, მძღოლს კი სამუხრუჭე მანძილი არ ეყო.
,,ტრაილერს 30 წლამდე ახალგაზრდა მართავდა, საშინელ დღეში იყო, თავში ხელებს იცემდა”-ამბობს თვითმხილველი.
საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
,,არ დაადგა საშველი აღმაშენებლის ქუჩის გაკეთებას, ორმხრივ მოძრაობაზე დაიბნა გოგო”- ამონარიდი სოციალური ქსელიდან.









