სამტრედის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის ამბულატორიაში მასობრივი ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს.
საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი სოფელ ეწერში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით დაიგეგმა.
სოფელ ეწერში იმუნიზაციის პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან ვალერი ფოცხვერიასთან ერთად გაეცნო.
მედიკოსების განცხადებით, ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვაქცინაციისას არცერთი უკუჩვენება არ დფიქსირებულა.
მოსახლეობის თქმით გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე, კოვიდთან ბრძოლის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური საშულება ამ ეტაპზე არის საყოველთაო ვაქცინაცია.
იმერეთის რეგიონში იმუნიცაზია აქტიურად მიმდინარეობს. ვაქცინაციის პროცესი რეგიონის სხვა სოფლებშიც ჩატარდება და მოქალაქეს საშუალება ეძლევა ადგილზე გაიკეთოს COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა.










