3 საათი საყოველთაო გაფიცვამდე – დღეს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მთელს ქვეყნაში უპრეცედენტო პროტესტი იქნება. ზუსტად სამ საათზე ასობით კომპანია მუშოაბას გააჩერებს და ამ ფორმით არალეგიტიმურ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსნებენ, რომ ხალხი ახალ არჩევნებს და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.
“იფიცება საქართველო” – ბანერები და მოწოდებები მსხვილი კომპანიების ბანერებზე ეუკვე გამოჩნდა.
ჩვენთვის და ჩვენი ისტორიისთვის ეს არის ნამდვილად უჩვეულო გამოცდილება, ასეთი რამ არ მომხდარა საქართველოში არასდროს, გამაფრთხილებელი გაფიცვა, რომელიც ,ერთი მხრივ, არის გაგრძელება ამ დიდი და მასიური საპროტესტო პროცესის და მეორე მხრივ, დასაწყისია ახლებური პროტესტის, რომლის ,სწორედ, ერთ-ერთი შემადგენელი არის გაფიცვა. უამრავი ბიზნესი, უამრავი ადამიანი, მოქალაქე უერთდება ამ პროცესს, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ უკვე ამ ფორმითაც რეჟის, რომ ის დასრულდა”, – ამბობს ლაშა ბუღაძე.










