“5 დღიდან 72 საათია წყალი არ გვაქ და დარჩენილი 48 საათი იმას წყალი არ ერქვა :))) კიდე კაი, 2 ტონიანი ავზები აქვს უმეტესობას”-ქუთაისში წყალს ითხოვენ. როგორც მოქალაქეები წერენ წყალმომარაგების პრობლემა რამდენიმე უბანს შეექმნა, მათ შორის ბალახვანს, კახიანოურის, საფიჩხიის და ქალაქ-მუზეუმის ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს.
“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია; ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall; მოკლედ, ვისაც ეხება: 5 დღეა საფიჩხია იგინება ტორპედოს სტადიონზე შეთხზული ყველა გინებით და დახედეთ ოჯახის წევრებს, ხო არიან კარგად?”-წერს ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი.
გაერთინებული წყალმომარაგების კომპანიაში კი აცხადებენ რომ პრობლემა ქსელის გარეცხვითმა სამუშაობმა წარმოშვა და საღამოს საათებში წყალმომარაგება აღდგება.