LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

„საქსტატი“ თამბაქოს გარეშე ინფლაციის გაანგარიშებას და გამოქვეყნებას იწყებს

დაპოსტა 2019/08/02-ში
150
ნახვა
გაზიარება

„საქსტატი“ თამბაქოს გარეშე ინფლაციის გაანგარიშებას და გამოქვეყნებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის განაკვეთის ზრდამ, განაპირობა შესაბამისი პროდუქციის ფასების მკვეთრი მატება, რამაც თამბაქოს პროდუქციის მოხმარებაში გამოიწვია მნიშვნელოვანი ცვლილებები და გარკვეული ზეგავლენა იქონია ინფლაციის მაჩვენებელზე.

„აღნიშნულის გათვალისწინებით, ინფლაციის მაჩვენებლიდან აქციზის გადასახადის ზრდით გამოწვეული ეფექტის გამოყოფის მიზნით, საქსტატი ინფლაციის არსებული ძირითადი მაჩვენებლის პარალელურად, ახალი ინდიკატორის – თამბაქოს გარეშე ინფლაციის გაანგარიშებას და გამოქვეყნებას იწყებს.

ახალი ინდიკატორი იმავე მეთოდოლოგიით გაიანგარიშება, რაც გამოიყენება ინფლაციის ძირითადი მაჩვენებლის გაანგარიშებისას, იმ განსხვავებით, რომ მას საფუძვლად უდევს სამომხმარებლო კალათა თამბაქოს პროდუქციის გამორიცხვით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა საერთაშორისო დონეზე არის მიღებული და მიზნად ისახავს ისეთი ინდიკატორის შექმნას, რომელიც ასახავს ქვეყანაში არსებულ ინფლაციურ პროცესებს, საგადასახადო სისტემაში ცვლილებების ეფექტის გარეშე. თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელი სასარგებლო იქნება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისას, ასევე სხვადასხვა სფეროს მკვლევარებისა და ექსპერტებისთვის,“-აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.

თეგები: თამბაქოინფლაციასამომხმარებლო კალათასაქსტატი
გაზიარება60

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის კურსი 17 იანვრისთვის

იანვარი 16, 2026
107
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6957, ევრო – 3.1316, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6152 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ვენის რეისების გაუქმება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის – ლაშა ბერეკაშვილი

იანვარი 13, 2026
221
ეკონომიკა

ქუთაისი-ვენის რეისების გაუქმება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის - ამის შესახებ "ახალგაზრდა გიდები ასოციაცის" ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. „რატომ გამოვიდა ავიაკომპანია ვენიდან? - ეს არის მაღალი სატარიფო პოლიტიკა,...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს შაბათ-კვირას

იანვარი 10, 2026
574
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6971 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს უქმეებზე

იანვარი 9, 2026
166
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6971 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011...

დაწვრილებითDetails

თერჯოლაში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

იანვარი 9, 2026
67
ეკონომიკა

თერჯოლაში ქარის ელექტროსადგური და მის ქსელთან დამაკავშირებელი 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა/ექსპლუატაცია იგეგმება. შესაბამისი დოკუმენტი გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე უკვე ატვირთულია. პროექტის განმახორციელებელი კომპანია ითხოვს, რომ მშენებლობასტან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება დაჩქარებული...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 9 იანვრისთვის

იანვარი 8, 2026
332
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6974 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

იანვარი 8, 2026
344
ეკონომიკა

საქართველოში სიგარეტი გაძვირდა. ახალი წლის დღეებში ფასებმა კოლოფზე საშუალოდ, 20-30 თეთრით მოიმატა. თუმცა როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სავაჭრო ობიექტებში უთხრეს, ეს საბოლოო გაძვირება არ არის და იანვრის ბოლოსთვის შესაძლოა, იმპორტირებულ სიგარეტზე ფასები...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი

იანვარი 6, 2026
229
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6974 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6974 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6968 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შექმნა

იანვარი 5, 2026
121
ეკონომიკა

მთავრობამ სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შექმნა - ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის 30 დეკემბრის განკარგულებაში. დოკუმენტი, რომელსაც ხელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს, აღნიშნულია: „სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო...

დაწვრილებითDetails

ვის გაეზარდა ხელფასი თითქმის 5 000 ლარით

იანვარი 5, 2026
327
ეკონომიკა

2026 წლის 1 იანვრიდან, ძალაში შევიდა ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, საჯარო მოხელეების, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის პერსონალის, პოლიციელებისა და ჯარისკაცების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».