მეშახტეების პროტესტი ტყიბულში – კომპანია “საქნახშირი” თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდას არ განიხილავს. ამის შესახებ “საქნახშირის” სხდომის შემდეგ გადაწყდა.
კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გაფიცულებს კონსტრუქციული დიალოგისაკენ მოუწოდეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ხელფასის ფიქსირებული მომატება არ განიხილება და კომპანია გაფიცულებს, ბონუსებისა და პრემიების სისტემას სთავაზობს.