ქუთაისში პროექტის „აფხაზეთიდან დევნილი თემის განსახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბება, შესაძლებლობების გაძლიერება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ქსელის შექმნის მხარდაჭერა“ ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა – დისკუსია შედგა.
პროექტის ფარგლებში, სხვადსხვა სახის აქტივობები განხორციელდა, რაც მოიცავდა ბინათმესაკუთრთა ამხანაგობების ჩამოყალიბებას, ნოტარიულ რეგისტრაციას და მუნიციპალურ აღრიცხვას;ასევე ტრენინგებს , იურიდიული კონსულტაციებს. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ქსელი და ვებ პლატფორმა;
პროექტის შედეგების განხილვის შემდეგ დისკუსია შედგა . პროექტი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთის” მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.