ქუთაისში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დესისლავა ივანოვას დესისლავა ივანოვა იმყოფება.
მას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისის მერიაში გაიმართა მხარეებმა 30 სექტემბერს ბულგარეთთან ხელმოწერილ დოკუმენტზე ისაუბრეს, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ ორი ქვეყნის მოქალაქეები მუშაობის ლეგალურ უფლებას მიიღებენ. დესისლავა ივანოვამ, ასევე ბულგარეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, ისინი განათლების, შშმ ბავშვთა დახმარებისა და კულტურის სფეროს მიმართულებით განსაკუთრებით ბევრ პროგრამას აფინანსებენ.
ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ფარგლებში, მხარის რმწუნებულმა ქუთაისში ალექსანდრე სტოიანოვის მემორიალური დაფის გაკეთების მზაობა გამოთქვა. ალექსანდრე სტოიანოვი ბულგარელი წარმოშობის საზოგადო მოღვაწე იყო, რომელიც 1879 წლიდან ქუთაისის ვაჟთა რუსულ კლასიკურ გიმნაზიას ხელმძღვანელობდა.