“საქართველო ძალიან მიყვარხარ” – ასე დაასრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლე. ილია მეორემ ყველა ქრისტიანს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
“ვულოცავთ ყველა ქრისტიანს და ქრისტეს ყველა მადიდებელს. ვიხარებდეთ უფლისა მიმართ და ვიშვებდეთ ერნო, გულის კარი გავუღოთ უფლისმიერ ბედნიერებას და უშიშრად ვიქადოდეთ უძლურნი ძლიერებასა მისსა, მდაბალნი,- მის მიერ ამაღლებასა, ჩაგრულნი, – სამართალსა, მოკვდავნი, – უკვდავებასა.
დღეს ამქვეყნად მყოფნი მორწუნენი და მარადიული ნეტარების მკვიდრნი მართლანი ერთად ვხარობთ და ვმადლობთ დაუსაბამოსა მამასა ღმერთსა, თანადაუსაბამოსა სიტყვასა ძესა და სულსა წმინდასა;