“მნიშვნელოვანია, ჩვენი თანამშრომლობა COVID-ის კუთხით, მოგეხსენებათ ამ ბრძოლაში, რომ ამერიკა მხარში უდგას საქართველოს. გაიგეთ ალბათ, რომ ვაქცინით მოხდება საქართველოს დახმარება. საქართველო იქნება პირველი იმ ქვეყნებში, ვინც მიიღებს გამოყოფილი COVID ვაქცინის 25 მილიონი დოზიდან გარკვეულ რაოდენობას”
“მოგეხსენებათ, ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში და მე ნამდვილად, ძალიან მოხარული ვარ, რომ მაქვს ასეთი პირისპირი შეხვედრების შესაძლებლობა აქ, საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ნიღბის ტარება გვიწევს, ამ მნიშვნელოვან და დინამიურ დროს საქართველოსთვის”.
– ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.