საქართველო პირველად უმასპინძლებს მრავალეროვნულ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას MAPLE ARCH 21. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სწავლება კანადის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორის მენტორობით გაიმართება და მას ქართული მხარე – თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა უხელმძღვანელობს.
“სწავლების სრულყოფილად და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლების MAPLE ARCH 21 ძირითადი დაგეგმარების კონფრენეცია მიმდინარეობს.
კონფერენცია საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გახსნა, საერთაშორისო სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ორაგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
სწავლებაში მონაწილე ქართული მხარისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კონფერენციაზე წვრთნების მიზნებსა და მისი წარმატებით აღსრულების საკითხებს განიხილავენ.