LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“საქართველო ვაქცინაციის სამშობლო” – რა წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ვაქცინაციის ისტორიაში

“საქართველო ვაქცინაციის სამშობლო” – რა წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ვაქცინაციის ისტორიაში

დაპოსტა 2021/01/25-ში
A A
205
ნახვა
გაზიარება
საფრანგეთში მოღვაწე პროფესორი, მედიცინის დოქტორი, მეან-გინეკოლოგი, ლაპარასკოპიული ქირურგი, რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში ანტივაქსერების შესახებ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს, რომელიც დღეს ვაქცინოფობიის აღზევებას განიცდის, ვაქცინაციის ისტორიაში გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი.
“კაცობრიობის ისტორიაში ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად ვაქცინაცია მიმაჩნია. ხოდა, სულ მინდა გავიგო რას ეფუძვნება ვაქცინოფობია და რა დროიდან მოდის ეს ჩემთვის აუხსნელი ფენომენი. რამოდენიმე წიგნი გამოვიწერე “ანტი-ვაქსების“ ისტორიაზე, დავიწყე კითხვა… და, ჰოი საოცრება ! პირველივე წიგნში, პირველივე გვერდზე საქართველოა ნახსენები. თურმე, მე 18 საუკუნის დასაწყისში, ვაქცინაციის გარიჟრაჟზე, საქართველოს სახელი ხშირად გაისმოდა…ევროპაში.
სასიკვდილო და უკიდურესად დამამახინჯებელი დაავადება ყვავილის ( Variola vera, Variole, Smallpox, Pox… ) თავიდან ასაცილებლად ინგლისელი ედვარდ ჯენერის მიერ 1796 წელს დაინერგა “ვაქცინაცია“. თავად მეთოდის სახელი მოდის ძროხის ყვავილის, variola vaccinae დან, ვინაიდან სწორედ ადამიანისათვის არასაშიშ ძროხის ყვავილგადატანილებზე (მწველავებზე) დაკვირვებით შეიმუშავა ჯენერმა შემდგომ საყოველთად აღიარებული და გავრცელებული მეთოდი.
მანამდე კი… ინგლისში მეტ ნაკლებად ფართოდ იყენებდნენ ვარიოლიზაციას ანუ ინოკულაციას, რომელიც გულისხმობდა ჯანმრთელი ადამიანის კანში, გასერვის შემდგომ, ყვავილით დაავადებულის კანის გამონაყარიდან, პუსტულებიდან აღებული სითხის ან ჩირქის შეზელვას… ეს მეთოდი იცავდა შემდგომში ყვავილისგან, მაგრამ შეეძლო ნამდვილი დაავადებაც გამოეწვია…ამ ემპირიულ მეთოდსაც გააჩნდა წესები და შესრულების ტექნიკასაც მნიშვნელობა ჰქონდა წარმატების მისაღწევად.
ვარიოლიზაცია ინგლისში შეუტანია ლედი მონტაგიუს (Lady Montagu) რომელიც ოტომანთა იმპერიაში ბრიტანეთის ელჩის ცოლი გახლდათ და ღირშესანიშნავი პიროვნება. https://fr.wikipedia.org/wiki/Mary_Wortley_Montagu
სწორედ კონსტანტინოპოლში გასცნობია ის ვარიოლიზაციის მეთოდს, მას მერე რაც 1713 წელს ძმა დაეღუპა ყვავილით, თვითონ კი 1715 წელს მძიმედ გადაიტანა ეს დაავადება. 1721
წელს, ლონდონში დაბრუნების მერე, მან საკუთარ შვილებს გაუკეთა ვარიოლიზაცია, რათა ეს მეთოდი ჩრდილიდან გამოეყვანა… ინგლისიდან კი ის საფრანგეთში გავრცელდა, ძნელად საკმაოდ…
1754 წლის 24 აპრილს საფრანგეთის სამეფო აკადემიის სხდომაზე ყვავილის ინოკულაციის (ვარიოლიზაციის) შესახებ დიდი მოხსენება გააკეთა ვინმე შარლ მარი დე ლა კონდამინმა (Charles Marie de la Condamine). თავად დე ლა კონდამინი ცნობილი მკვლევარი, მოგზაური, ამ აკადემიის და ლონდონისა და ბერლინის სამეფო საზოგადოებების წევრი გახლდათ. მას დიდი წვლილი მიუძღვის დედამიწის მერიდიანის გაზომვაში, შემდგომ კი ამის საფუძველზე მეტრის, როგორც ზომის ერთეულის შემოღებაში.

არაა გასაკვირი, რომ ის ვარიოლიზაციის აქტიური მხარდამჭერი გახლდათ. მისი მოხსენების ტექსტი საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ არქივში ადვილად იძებნება. https://gallica.bnf.fr/ark:/12148/bpt6k5740357m.r=M%C3%A9moire%20sur%20l%27inoculation%20de%20la%20petite%20v%C3%A9role%20.%20Lu%20%C3%A0%20l%27assembl%C3%A9e%20publique%20de%20l%27Acad%C3%A9mie%20royale%20des%20sciences%2C%20le%20mercredi%20%5B…%5D?rk=21459;2

დასაწყისშივე დე ლა კონდამინი მოიხსენიებს “სირკასიას“ (დღევანდელი ჩერქეზეთი) და…. საქართველოს, ასევე კასპიის რეგიონის ქვეყნებს როგორც ინოკულაციის სამშობლოს, საიდანაც ეს მეთოდი შემდგომ სხვა ქვეყნებში გავრცელდა. (პირველი ფოტო).
თავიდანვე, ინოკულაციას უამრავი მოწინააღმდეგე გაუჩნდა. მათ შორის ერთ ერთი ყველაზე აქტიური ვინმე გრაფი დე ბიური გახლდათ (Compte de Bury). მან დე ლა კონდამინის კრიტიკას და მე ვიტყოდი დასმენას 200 გვერდიანი წიგნი მიუძღვნა 1756 წელს. რატომ დასმენა ? ის მიმართავს ეკლესიის იერარქებსა და მართლმსაჯულებას, რათა აღკვეთონ ინოკულაციის გავრცელება საფრანგეთში…
მისი “ნაღვაწიც“ შემორჩა და ისიც იძებნება ელექტრონულ ბიბლიოთეკაში.
https://gallica.bnf.fr/ark:/12148/bpt6k10401597.r=L%27Inoculation%20de%20la%20petite%20v%C3%A9role%20d%C3%A9f%C3%A9r%C3%A9e%20%C3%A0%20l%27%C3%89glise%20et%20aux%20magistrats?rk=21459;2
დე ბიურის წიგნი განსაკუთრებულად აღსანიშნავია ჩვენთვის.(ფოტო 2).
ისიც ახსენებს დასაწყისშივე სირკასიელებსა და ქართველებს, და სწორედ ამ გეოგრაფიულ წარმომავლობას მეთოდისას იყენებს ერთ ერთ ერთ მთავარ არგუმენტად მის წინააღმდეგ, ვინაიდან ეს ქვეყნები ბარბაროსებით, ურჯულოებით და უზნეო ადამიანებით არის დასახლებული…ამ არგუმენტს არა ერთხელ იმეორებს. მავანი დაიწყებს გაპროტესტებას, არ იყვნენ ქართველები ურჯულოები, მათ არ გულისხმობსო. მართლაც, შესაძლებელია ყველას ერთ ქვაბში ხარშავს და აზვიადებს უცოდინრობით, მაგრამ ერთი დეტალი რომელსაც ის შემდგომში უმატებს, უფრო სარწმუნოს ხდის (ჩემთვის) რომ სწორედ ქართველებს ეხება თხრობა. ის გარყვნილი ხალხი ინოკულაციას დანაშაულებრივი მიზნით იყენებსო, ბავშვებს (ან შვილებს, ფრანგულად enfant ს ორივე მნიშვნელობა აქვს) უკეთებენ, რათა მათი სილამაზე შეინარჩუნონ და მერე მიყიდონ თურქებსა და სპარსელებსო… როგორ გინდა ეს მოგონილად მიიჩნიო… ჩვენ ხომ ვიცით რომ არის ამაში სიმართლის ელემენტები,რეალური, ისტორიული…
სავარაუდოდ ასე გავრცელდა ოტომანურ იმპერიაში ვარიოლიზაცია და შემდეგ ევროპაში ლედი მონტაგიუს წყალობით.
სხვა ძველ წყაროებსაც მივაგენი ფრანგულს, სადაც ეს ქართული, გამოყოფილად და რეგიონალური წარმოშობა ვარიოლიზაციისა ასევე ნახსენებია.
თავად ქართულად ვარიოლიზაციაზე მწირი ინფორმაციაა. მხოლოდ ამას მივაკვლიე. http://newspaper.tsu.ge/ge/news/view/DjnbEhno
საერთოდ, საოცარი წიგნია, ყველანაირად. ავტორს ჯერ მოჰყავს დე ლა კონდამინის არგუმენტები და მერე ცდილობს რომ პუნქტებად გააქარწყლოს..
ყველაფერს ვერ გადმოვცემ, მაგრამ რამოდენიმე მაგალითს მოვიყვან.
დე ლა კონდამინი ამტკიცებსო, წერს ბიური, რომ ყვავილის “ჩანასახი“ (germe) სისხლშიაო. იმ დროისთვის რომ უკვე ამაზე ფიქრობდნენ თავისთავად საინტერესოა.
ხოდა, თუ ასეაო, მაშინ სხვა დაავადებებსაც germe ები უნდა იწვევდესო, და ჩამოთვლის ბევრს, მათ შორის “ ტვინის სურდოს“ (Rhume du cerveau). დღესაც ასე უწოდებენ რინიტის, სინუსიტის და ბანალურ “სურდოს“ ვარიანტებს.. შეგახსენებთ, რომ მიკრობების აღმოჩენა ერთი საუკუნის შემდეგ მოხდება. ვირუსების კი ოდნავ უფრო გვიან.
და თუ ეს ასეაო, აგრძელებს დე ბიური, რატომ არ არსებობს ინოკულაცია ამ დაავადებებისთვისაცო ?
გგონია დღევანდელ დღეს დაწერილს კითხულობ…ლამის სიტყვა სიტყვით იგივე “არგუმენტებია“ მოყვანილი 1756 ში ვაქცინაციის წინაღმდეგ რაც დღეს. ცხადია, ინოკულაცია (ვარიოლიზაცია) მხოლოდ ჩანასახი იყო თანამედროვე ვაქცინაციის, მაგრამ მაშინაც ძირითადი იერიში მიდიოდა და მიდის ახლაც თავად პრინციპზე… ძალიან ბევრი ციტირებაა დე ბიურის წიგნში სახარებიდან იმის დასამტკიცებლად, რომ ინოკულაცია ეკლესიის და ღვთის ნების წინააღმდეგი ქმედებაა…ამოტომაც უნდა აღიკვეთოს.
ინოკულაციის საწინააღმდეგო არგუმენტები მოკლედაა შეჯამებული წიგნის ბოლოში. რამოდენიმეზე შევჩერდები (ფოტო 3).
– ადამიანთა მოდგმის მეოთხედს, ლამის ნახევარს არასდროს შეხვდება ყვავილი (მანამდე დეტალურად წერს ამაზე და ამბობს, რა საჭიროა ყველას ინოკულაციაო)
– ყვავილი არაა უფრო საშიში, ვიდრე სხვა სახის ეპიდემიური დაავადებები (!),
– ყვავილის სამკურნალოდ მედიცინას გააჩნია საიმედო და კანონიერი (legitime) რესურსები,
– ინოკულაცის საფარქვეშ დანაშაული შეიძლება იმალებოდეს (!),
– ინოკულაციამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა, მძიმე და სასირცხვო დაავადებები, მაშინ როდესაც თავის პირველ მიზანს შეიძლება ვერ მიაღწიოს,
– ინოკულაციამ შეიძლება ჰაერში გაავრცელოს ყვავილი…
1756 წლის “არგუმენტების“ თანამედროვეობა გაოცებს. და კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ ადამიანმა, მისმა ბუნებამ და გონებამ საუკუნეების განმავლობაში დიდი ევოლუცია არ განიცადა. მეცნიერებისა და მედიცინის საყოველთაო გააზრებასა და ნდობამდე შორია…და სამწუხაროდ საქართველო, რომელსაც თურმე ვაქცინაციის ისტორიაში გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი, დღეს ვაქცინოფობიის აღზევებას განიცდის…”, – წერს ბოჭორიშვილი.
სურათი შეიძლება შეიცავდეს: ტექსტი
ფოტოს აღწერა მიუწვდომელია
სურათი შეიძლება შეიცავდეს: ტექსტი, რომელიც შეიცავს 'Plus d'un quart du genre humain la moitié même, ne doit jamais avoir la Pe- tite Vérole. La Petite Vérole naturelle n'eft pas plus déletere que les maladies épidémi- ques de tous les genres. La Petite Vérole naturelle a dans Médecine des reffources aufli fures que fégitimes. a L'inoculation peut fervir de couverture à plufieurs crimes. Elle peut en communiquant la Petite Vérole, communiquer d'autres maux hon- teux & funeftes, elle le peut quand mê- me l'inoculation ne réuffiroit pas dans fon principal objet. L'inoculation peut répandre dans l'air la contagion de la Petite Vérole, & ren'
გაზიარება82

დაკავშირებული -პოსტები

ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს
მთავარი

რამდენიმე საათის წინ, ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც "პირველები" წერს, საქმეში ფიგურირებს იარაღი - ქალს ტყვია აქვს ნასროლი. არსებული ცნობით, 50 წლამდე ქალი დილით...

დაწვრილებითDetails

დამეწყრილი ღვერკი-ხემაღალის მოსახლეობამ სასამართლოსა და პროკურატურას მიმართა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
შეერთებამდე გადის რკინიგზის ხიდის ქვეშ, შეიძლება ძალიან ცუდად განვითარდეს მოვლენები – რა ვითარებაა ხარაგაულში
მთავარი

ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გენერალურ პროკურატურაში სარჩელები შეიტანეს. ინფორმაციას გამოცემა "ჩემი ხარაგაული" ავრცელებს. როგორც ერთ-ერთი მოსარჩელე, მარადი გელაშვილი ამბობს, დაზარალებულები ასაჩივრებენ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2026...

დაწვრილებითDetails

საწვავი კიდევ გაძვირდა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

საქართველოში საწვავის ფასი ისევ იზრდება. ბოლო 1 კვირაში ზოგიერთ ქსელში დიზელი 32 თეთრამდე, ხოლო ბენზინი 16 თეთრამდეც კი გაძვირდა. შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები...

დაწვრილებითDetails

„ძნელია სიტყვების მოძებნა…” – ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
„ძნელია სიტყვების მოძებნა…” – ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა ღრმა გულისტკივილს გამოთქვამს სკოლის საუკეთესო...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 14-16 მარტს საქართველოში

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ამინდი

როგორი ამინდი იქნება  14-15 მარტს საქართველოში  - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში შედარებით სითბოს ფონზე ზოგან წვიმა და ძლიერი აღმოსავლეთის ქარია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი და დროგამოშვებით...

დაწვრილებითDetails

რას აცხადებენ კლინიკა “სენამედში” , სადაც 20 წლის გოგომ იმშობიარა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ქუთაისში, მშობიარობიდან ორ კვირაში 20 წლის გოგო გარდაიცვალა
მთავარი

წუ­ხელ ქუ­თა­ის­ში, ბო­მონ­დის კლი­ნი­კა­ში 21 წლის ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ვი გო­გო­ნა ლიკა ტა­ლა­ხა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალ­მა ორი კვი­რის წინ სე­ნა­კის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში იმ­შო­ბი­ა­რა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და და ქუ­თა­ის­ში...

დაწვრილებითDetails

“სრული ბოდვაა”- კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
კახა კალაძე
მთავარი

სრული ბოდვა არის ამ დოკუმენტში - ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ამას საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს. კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება...

დაწვრილებითDetails

“ეს არის უფრო პოლიტიკური სურვილების ნუსხა, ვიდრე რეალური დოკუმენტი” – ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
” მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას” – ლევან მახაშვილი
მთავარი

ეს დოკუმენტი არის პოლიტიკური შეფასებების კრებული და არა სამართლებრივი დასკვნა, აქ თავმოყრილია გასული ორი წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები - ერთგვარი ენციკლოპედიასავით გამოუვიდა ამ პოლონელ პროფესორს, - ამის შესახებ პარლამენტის...

დაწვრილებითDetails

ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა – რას წერს ლაშა ბერეკაშვილი სოფელ კურსებზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა – რას წერს ლაშა ბერეკაშვილი სოფელ კურსებზე
მთავარი

სტიქია, ანუ მეწყერი 2 დღეა ნელ ნელა შლის ყველაფერს რაც საუკენეებია ამ სოფელში იქმნებოდა და არსებობდა. ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა...

დაწვრილებითDetails

„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
მთავარი

კლინიკა ბომონდი 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"