LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს მასპინძლობს

საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს მასპინძლობს

დაპოსტა 2019/09/23-ში
A A
86
ნახვა
გაზიარება

საქართველოში ევროპის სპორტის კვირეული სტარტს დღეს  კვირეული 15:00 საათზე ბათუმში აიღებს. ღონისძიება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ბათუმი მიმდინარე წელს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსს ატარებს.

სპორტულ ღონისძიებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ერთი კვირის მანძილზე, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ქვეყნის 60-მდე მუნიციპალიტეტში სპორტის 30-მდე სახეობა და 100-მდე სპორტული აქტივობა იქნება წარმოდგენილი.

2020 წლიდან ევროპის სპორტის კვირეულის გახსნის ცერემონია იქნება გარდამავალი და გაიმართება იმ მუნიციპალიტეტში, რომელიც ყველაზე აქტიურად და მასშტაბურად ჩაერთვება კვირეულის ორგანიზებაში.

ევროპის სპორტის კვირეული არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის მასშტაბით სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას და სპორტის მასობრიობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას. ევროპის სპორტის კვირეული, რომლის დევიზია #BeActive (იყავი აქტიური), 2015 წლიდან ევროკავშირის წევრ და სპეციალურად შერჩეულ რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში ტარდება. წელს ევროპის სპორტის კვირეულს 40-მდე ქვეყანა გამართავს. 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ევროპის მასშტაბით დაგეგმილია 30 000-ზე მეტი ღონისძიების ჩატარება რომელშიც 10 მილიონზე მეტი ადამიანი ჩაერთვება.

საქართველოში  ევროპის სპორტის კვირეული წელს მეორედ გაიმართება. სპორტის კვირეულის ოფიციალური კოორდინატორია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ორგანიზატორები – ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ და სამინისტროს მიერ აღიარებული სხვა ეროვნული ფედერაციები, თანაორგანიზატორი საქართველოს 60-მდე მუნიციპალიტეტი. გახსნის ცერემონიის თანაორგანიზატორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია.

 

თეგები: ევროპაევროპის სპორტის კვიერულისპორტი
გაზიარება34

დაკავშირებული -პოსტები

Junior NBA-ს ქართული პროექტის მე-9 გათამაშება ქუთაისის “აიას” გამარჯვებით დასრულდა

by მეგა TV
ივლისი 15, 2025
0
Junior NBA-ს ქართული პროექტის მე-9 გათამაშება ქუთაისის “აიას” გამარჯვებით დასრულდა
მთავარი

Junior NBA-ს 2025 წლის გათამაშების გამარჯვებული ქუთაისის გუნდი გახდა, რომელიც ოკლაჰომა თანდერის სახელით ასპარეზობდა. ია გოგლიჩიძისა და გიორგი ჩორგოლაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში ნიუ იორკ ნიქსის სახელით მოასპარეზე ზაზა ფაჩულიას...

დაწვრილებითDetails

„ორდაბასთან“ მეორე ტაიმი კარგად ჩავატარეთ, წინ მეორე, კიდევ უფრო რთული მატჩია “- „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი

by მეგა TV
ივლისი 11, 2025
0
„ორდაბასთან“ მეორე ტაიმი კარგად ჩავატარეთ, წინ მეორე, კიდევ უფრო რთული მატჩია “- „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი
მთავარი

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საწყის მატჩში ყაზახურ „ორდაბასთან“ მოგებული (4:3) შეხვედრა შეაფასა. „ვფიქრობ, რამდენიმე ეპიზოდში აშკარად არ გაგვიმართლა. 1:0 ვიგებდით, მაგრამ ელემენტარული შეცდომების გამო სამწუთიან მონაკვეთში...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის „ტორპედომ“ ყაზახური „ორდაბასი“ დაამარცხა

by მეგა TV
ივლისი 11, 2025
0
ქუთაისის „ტორპედომ“ ყაზახური „ორდაბასი“ დაამარცხა
მთავარი

უეფა-ს კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედომ“ ყაზახურ „ორდაბასს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ აგებდა, ბოლო წუთებზე გატანილი გოლით 4:3 გაიმარჯვა. დირკ შუსტერის გუნდმა თამაში შესანიშნავად დაიწყო...

დაწვრილებითDetails

ისტორიაში პირველად, UFC-ს ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგს სათავეში ქართველი მებრძოლია

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
2025 წელს ბრძოლას „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩავატარებ – ილია თოფურია
მთავარი

ისტორიაში პირველად, UFC-ს ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგს (P4P) სათავეში ქართველი მებრძოლი ჩაუდგა. ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ მესამე ადგილიდან რეიტინგში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა. 29 ივნისს თოფურიამ ლას ვეგასში მსუბუქი...

დაწვრილებითDetails

თურქული მედია ზურიკო დავითაშვილის შესახებ წერს

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
თურქული მედია ზურიკო დავითაშვილის შესახებ წერს
მთავარი

ეს უკვე დადასტურებული ინფორმაციაა და ტრანსფერი ოფიციალურად ორ კვირაში გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ დავითაშვილის კლუბმა, „სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 1 სეზონის ბოლოს დატოვა. მიუხედავად ამისა, ქართველით არაერთი გუნდი დაინტერესდა. მაგალითად, ავტორიტეტული გამოცემა...

დაწვრილებითDetails

U15 ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი ხონის მუნიციპალიტეტმა მოიპოვა

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
U15 ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი ხონის მუნიციპალიტეტმა მოიპოვა
მთავარი

U15 ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე, სადაც 17 რაიონის 100-მდე ძალოსანი ასპარეზობდა, გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი ხონის მუნიციპალიტეტმა აიღო. I ხონი - 540 ქულა II აჭარა - 497 ქულა III თბილისი -...

დაწვრილებითDetails

“საფეხბურთო ფესტივალი ხონი 2025”- ში პირველი ადგილი ქუთაისის გუნდმა ,, მართვემ,, დაიკავა

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
“საფეხბურთო ფესტივალი ხონი 2025”- ში პირველი ადგილი ქუთაისის გუნდმა ,, მართვემ,, დაიკავა
მთავარი

"საფეხბურთო ფესტივალი ხონი 2025" გაიმართა - პირველი ადგილი ქუთაისის გუნდმა ,, მართვემ,, მოიპოვა.  ოლიმპიზმის დღე ხონის მუნიციპალიტეტში, ტრადიციულად , მარათონული გარბენითა და სპორტული აქტივობებით აღინიშნა. ხონის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა "საფეხბურთო...

დაწვრილებითDetails

ისტორიაში პირველად საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
ისტორიაში პირველად საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
მთავარი

ისტორიაში პირველად საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ძიუდოს მსოფლიოს გუნდური ასპარეზობის ჩემპიონია უნგრეთში დასრულდა 2025 წლის გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსოფლიოს...

დაწვრილებითDetails

ეთერ ლიპარტელიანი მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
მთავარი

საქართველოში, პირველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი - ეთერ ლიაპარტელიანი მიმართვას ავრცელებს და გულშემატკივრებს მადლობას უხდის. „ყველას უღრმესი მადლობა, მოლოცვისთვის და გულშემატკივრობისთვის. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ვასახელე ჩემი ქვეყანა და მოვახერხე...

დაწვრილებითDetails

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
მთავარი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, კორეელი კიმი დამატებით დროში იპონით დაამარცხა. ოქროს მედლისთვის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"